ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე დაეცეს

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ნავთობზე ფასები ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

ამერიკულ ნავთობზე ფასმა 27.3 %-ით დაიკლო და ბარელზე ფასმა 30 $ შეადგინა, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასმა 30 %-ით დაიკლო და 31.02 $ გახდა.

ნავთობზე ფასების ასეთი მასშტაბური კლება გამოწვეულია კორონავირუსის გამო, რადგან რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირების ტენდენციებზე წლის ბოლომდე- დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირებულიყო ნავთობის მოპოვება ამ მაჩვენებლით ნავთობზე ფასების ამგვარი კლება 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ არ ყოფილა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა, 20 დოლარამდე დაეცეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.