ექსკლუზიური ვიდეო – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

“ალიას” ექსკლუზიურად მოაწოდეს ვიდეო, სადაც ის წუთებია გადაღებული ერთ-ერთი კამერის მიერ, როცა ადვილზე მივიდნენ ტოიტის მარკის ავტომობილით რაგბისტები.

აქ გადამბულია სამი ფაილი – და საერთო ჯამში, გადაღებულია 8 წუთი, საიდანაც 6 წუთის მანძილზე ტოიოტას მარკის ავტობილი ხიდთანაა გაჩერებული, რა ხდება ამ 6 წუთში უცნობია, მაგრამ, საინტერესოა სხვა დეტალები:

პროკურატურა ამბობს, რომ ამ დროს გზაზე იდგა 4 პირი, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, გ.ქ. და გ.ქ. ფოტოგრაფი უკვე დამალულია შენობაში, ხოლო დიჯე 00.37 წუთსა და 55 წამზე უკვე მანქანაშია და თბილისისკენ მოდის.

შეგახსენებ პირველი ჩხუბი მერსედესის მარკის ავტომობილით ჩასულებთან დაიწყო 00.37 წუთსა და 30 წამზე…

ამ ვიდეოში, რომელზედაც მეორე მანქანის ჩასვლაა გადაღებული – არ ჩანს 4 პირი, ჩანს 3 პირი და სიმართლე გითხრათ ამ სამ პირში ჩვენ გიორგი შაქარაშვილი ვერ ამოვიცანით…

საგულისხმოა ფოტოგრაფის პირველი ინტერვიუც ჟურნალისტებთან, სადაც ისიც ასევე არ ახსენებს მეორე კონფლიქტის დროს შაქარაშვილს.

სად არის ამ დროს გიორგი? – ეს ის კითხვაა, რომელზედაც პასუხი არა გვაქვს.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, ვიდეოკამერის ჩანაწერი ვაჩვენეთ სპეციალისტს, რომელიც გვეუბნება შემდეგს:

“სრულ ვიდეოში, პირველი საათნახევრის მანძილზე კამერას არა აქვს წყვეტა – აი, როგორც კი მანქანა ჩნდება კადრში, ორჯერ აქვს წყვეტა ვიდეოს, მაქსიმუმ 5 წამიანია, რაც ძალიან უცნაურია, კამერის დეფექტის შემთვევაში, ეს წყვეტა სხვაგანაც უნდა შემხვედროდა.”

ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.