რა დაზიანებები იპოვნა სასამართლო ექსპერტმა გიორგის სხეულზე? – “ალიას” ექსკლუზივი

“ალიას” ექსკლუზიურად მოგვაწოდეს შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები, კერძოდ, პირველადი დათვალიერების ოქმი.

ოქმში დაწვრილებითაა ახსნილი, სად იქნა 19 წლის ფეხბურთელის სხეული ნაპოვნი და სასამართლო ექსპერტს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა აღწერილი აქვს გარეგანი დაზიანებები.

დავიწყოთ ოქმის შემდგენებით:

ოქმის შემდგენლია დუშეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ და ოქმის შედგენას ხელს აწერს ექსპერტი და სამი მყვითავი.

გვამის აღმოჩენის ადგილი:

როგორც ვკითხულობ, ცხედარი იყო ჩამხობილი წყალში და მას მხოლოდ ზურგი უჩანდა…

მას შემდეგ რაც მყვინთავებმა გვამი ამოიყვანეს ნაპირზე, სასამართლო ექსპერტი გარეგან დაზიანებებს აღწერს, იწყებს ჩაცმულობით, აღწერს ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვს და ჯვარს, წერს რა მდგომარეობაში იყო მისი თვალი, პირი, ამოწმებს ენას, როგორც ოქმში წერია:

“გამოხატულია ე.წ. მრეცხავის ხელები და სიკვდილის წინდები, გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზედა კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობის ბადით, გვამური გაშეშება გამოხატულია… გვამს ქვედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნება მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. გვამს გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე მექანიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნება”

“ალია” დაუკავშირდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს და ვკითხეთ მას ამ დათვალიერების ოქმზე:

-ეს არ არის ექსპერტიზის პასუხი, ხომ იცი?

-კი, ვიცი, ეს არის პირველადი, გარეგანი დათვალიერება, რომელიც განხორციელდა ზედმეტი ჩარევის, მათ შორის ტანსაცმლის გახდის გარეშე, დიდი ალბათობით, სახეზე შეეხო სასამართლო ექსპერტი და კიდურებზე.

-დიახ.

-წერს რომ ერთი დაზიანება აღენიშნება ტუჩის კუთხეში…

-დაზიანებები ქონდა სახეზეც და ტანზეც… რა ტიპის და როდისაა მიყენებული, მაგას ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ გავიგებთ. დასკვნა ერთ კვირაში იქნება.

-ოჯახის დაქირავებულმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გუშინ განაცხადა რომ გიორგის არც თავის ქალის ჩატეხილობა არა აქვს და არც სხეულზე აქვს ძველბის მოტეხილობა…

-კი, ასეა…

-რატომ აგვიანდება ასე ექსპერტიზის პასუხს ასფექსიის დადგენის ან გამორიცხვის ნაწილში?

-ერთად მოვა ყველა პასუხი, ასე ხდება ხოლმე.

-პროკურატურას შეეძლო ცალ-ცალკე გაეგზავნა მოთხოვნა და პასუხებიც ნაწილ-ნაწილ მოვიდოდა, დროის სხვადასხვა შუალედში.

-ვერ გეტყვით, ვიცი, რომ ერთად გაიგზავნა ყველა კითხვა და ველოდებით პასუხს. სხვას დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, ბევრ რამეს ვერ გეუბნებით ჯერ, ვერ გიყვებით ყველაფერს რაც ვიცი, იმიტომ რომ მე ერთი რამით ვარ დაკავებული – ვეძებ გიორგის დანაშაულში მონაწილე პირებს.

-გგონიათ, რომ დაკავებულნი არ არიან მონაწილე პირები?

-შეიძლება დაკავებულთა შორისაც აღმოჩნდნენ

-და შეიძლება, არა?

-ამას ჩემთვის დავიტოვებ ჯერ, როგორც კი დავადგენ, გეტყვით!

თამო კეშელავა, ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ელენე

    როგორ უდიერად და უპატივცემულოდ ექცევით გიორგის ოჯახს ეს ამაზრზენი ქართული მედია 😔😔😔😔 გვამის აღწერის ოქმის გამოქვეყნება სად გაგონილა?! ძალიან არაადამიანურად იქცევით. მინიმალური მორიდება და გლოვის დაცვის უნარი დაკარგეთ. უსულო მოსიარულე გვამები თავად ხართ, ვინც რეიტინგის, პოლიტიკური სპეკულაციების გამო, ასეთ ტრაგედიებზე “სენსაციებს” აწყობთ. ოდესმე გიორგის დედამ რომ ნახოს ეს ყველაფერი, მეორედ მოუკლავთ შვილს. მრცხვენია მართლაც სახე ჩამომპალი ქართული მასმედიის გამო. რას დაემსგავსეთ ნეტავი თუ ხვდებით?! სითბო და მხარდაჭერა გიორგის ოჯახს. სიმართლისა და სამართლის აღსრულება. ნათელი სასუფეველი გიორგის სულს🙏🙏🙏🌹😥❤

    1. tamo

      რა სენსაცია, რასაც ხალხი კითხულობს, იმის პასუხია და გიორგის ოჯახს ესაუბრა ბოლოს “ალია”, წაიკითხავდი, რომ ჰქონდეს პრეტენზია, იტყოდა, არ მოერიდებოდა…

      1. ელენე

        1. მე არ ვარ თქვენი დაქალი ან მეზობელი. ფამილარული ტონით და “შენობით”მომართვა არ მსურს თქვენგან. 2. ინფორმაციის მიწოდების კულტურა არ არსებობს ქართულ მასმედიაში და გამონაკლისი, რა თქმა უნდა “ალიაც” არ არის. 3. მსგავსი საბუთების ატვირთვა, არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ შეუსაბამოა იურიდიულადაც, რადგან ეს არ არის საბოლოო დასკვნა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ველური პრინციპებით ხელმძღვანელობს მასმედია, საკანონმდებლო ნორმების არ ქონის გამოც, ბუნებრივია ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ურნალისტებს, პასუხს არავინ სთხოვს. სტანდარტულ პირობებში კი, ჭირისუფალი გიჩივლებდათ და სასამართლო პროცესსაც მარტივად მოიგებდა, მაგრამ ჩვენთან ხომ “ყველაფერი მოსულა”. შესაბამისად, ერთადერთი რაც დარჩა, მკითხველის პროტესტია კომენტარის სახით. ამ სტატიის და მასალის ავტორს თუ არ გააჩნია შინაგანი კულტურა, ადამიანის ინტელექტი განსაზღვროს რა და როგორ უნდა დაწეროს, ვერ აკონტროლებს ნერვულ უჯრედთა იმპულსებს და ინსტიქტებით, არარაციონალურად მოქმედებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუთიყუშის ავტომატიზმით მკითხველიც მას დაემსგავსოს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემ ღრმა მწუხარებას გიორგის გამო და მის მშობლებს მე ვუხდი ბოდიშს, ამ ე.წ. ოქმის “აფრიალებისა” და უკიდურესად მკვახე ლექსიკის გამოყენების გამო.

    2. ეთო

      მართალი ხართ ქ-ნო ელენე. მალე ალბათ ოჯახშიც მიუვარდებიან დაინახონ როგორ გლოვობენ…ვაი ცირცხვილო

      1. ელენე

        გეთანხმებით. ვერ და არ შეაწუხებთ ის, რაც არ გააჩნიათ. სინდისს უწოდებენ, რომლის არ ქონა ადამიანში ადამიანს კლავს …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.