“ეს წამლები თამარს არ უყიდია აფთიაქებში” – საქმის სკანდალური დეტალები

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, “პრაიმტაიმთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს, იგი ამბობს, რომ მედიკამენტები, რომლებიც თავიდან გვითხრეს რომ ყველა თამარის მიერ არის აფთიაქში შეძენილი, ასე არ აღმოჩნდა:

სიახლე არის ის, რომ საბოლოოდ უარი გვითხრეს კომპიუტერის და ტელეფონის აშშ-ში, ექსპერტიზაზე გაგზავნის მოთხოვნაზე. დაგვპირდნენ, რომ „ეფბიაში“ გაგზავნიდნენ და იქ მოხდებოდა აღდგენა, მაგრამ ახლა უარი თქვეს. გვითხრეს, რომ საჭიროდ არ ვთვლით, რადგან ეს მასალა ჩვენი ძალებით აღვადგინეთო.

მეორე და ყველაზე საინტერესო სიახლე არის წამლებთან დაკავშირებით. მედიკამენტები, რომლებიც აღმოაჩინეს მანქანაში და თამარის ორგანიზმში და რომელზეც ამბობდნენ, რომ ამა და ამ კონკრეტულ აფთიაქებში შეიძინაო, გაირკვა, რომ ეს წამლები ამ აფთიაქებში საერთოდ არ არის ნაყიდი. ამას ამბობენ ჩვენებაში აფთიქის გამყიდველები და ამას მოწმობს ქვითრებიც.

როგორ აღმოჩნდა მის სხეულში და ჩანთაში ეს წამლები სხვა წამლებთან ერთად? ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

გამოძიება მიგვითითებს ოთხ აფთიაქზე, სადაც თითქოს თავის მოსაკლავად თამარმა წამლები შეიძინა. არადა, ახლა მტკიცდება, რომ წამლები, რომელიც ლეტალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა, ამ აფთიაქებში საერთოდ არ არის შეძენილი.

ვინ და რა მიზნით შეიძინა ეს წამლები? როგორ აღმოჩნდა ბაჩალიაშვილთან? ეს არის სწორედ ახლა გამოსარკვევი. ქვითრებში არ ფიქსირდება ის მთავარი წამლები, რომელსაც ფატალური შედეგის მოტანა შეეძლო. ამგვარ წამლებს ასე მარტივად არ გასცემენ აფთიაქიდან. კი, რამდენიმე წამალი ემთხვევა აფთიაქში ნაყიდს, მაგრამ ის ძირითადი წამალი, რომელმაც ფატალური შედეგი გამოიწვია მის მიერ ნაყიდი არ არის.

ბაჩალიაშვილის ავდოკატი, ვიდეოებზეც საუბრობს, შეგახსენებთ, რამდენიმე ვიდეო ფაილი გვაჩვენეს ჟურნალისტებს და უმეტესობაში თამარი გეგმებს აწყობს:

ეს არის ფსიქოთერაპია. თავიდან მოსმენილი გაქვთ ეს ჩანაწერი?! იქ საუბარი იწყება საკუთარ თავთან – თამარ მოხვედი?! ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტი. საკუთარ თავზე მუშაობს და განდევნა ხდება ყველაფრის. ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება, თორემ აქამდე დაასრულებდნენ გამოძიებას. ეს არის 6 თვის წინანდელი ჩანაწერები.

ადამიანს თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მაშინ ფსიქოლოგი გადაამისამართებდა ფსიქიატრთან. ფსიქოლოგის ჩვენება წაკითხული გაქვთ? მსგავსი საჭიროება არ დამდგარა.

ცხედარი იქ არ ყოფილა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს თვითმკვლელობა ვერ იქნებოდა, ათულობით აბს ვერ დალევდა ნახევარი ლიტრი წყალით და 15 წუთი ვერ გაძლებდა +40 გრადუსს სიცხეში, მანქანაში, სადაც ფანჯრებიც კი აწული იყო. სინამდვილეში ავტომობილი იქ საერთოდ არ იდგა… ნახირი გადაადგილდებოდა ჩვეულებრივ. იქ რომ 4 დღე ყოფილიყო მანქანა, აუცილებლად ნახავდნენ მწყებმსები, რომლებსაც შემდეგ ჩვენებები შეაცვლევინეს.

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    რამდენ ტყუილს იძახის ეს თაღლითი ადვოკატი, ოღონდ ყურადღების ცენტრში იყოს და ყველაფერს კადრულობს. დაასვენეთ ეს ჩოდვიანი გოგო საფლავში

  2. ანონიმური

    ყველა მონაცემით და ლოგიკური აზროვნებით ეგ გოგო მოკლულია! რატომ? როგორ? ვისგან? ვეღარავინ გაიგებს, სანამ მონაწილე პირებიდან ვინმეს რამე არ წამოცდება!
    როდის და რა ვითარებაში მოხდება ან რა დრო დაჭირდება
    ღმერთმა უწყის! ბიძინას რომ უნდოდეს ან უფლისწულს
    აქამდე ყველაფერი გახსნილ-გასამართლებულ-დასჯილი იქნებოდა!
    დანარჩენს აზრი აღარაფერს აქვს ამ დამპალ და აყროლებულ საქართველოში!

  3. ანონიმური

    გოგო რომ მოკლულია ყველა ნორმალური და თავმოყვარე, გაუყიდავი ადამიანი აღიარებს!

  4. ტრამპი

    ვაიმე გამოჯნდა ისევ, დაგვასვენეტ,ჯვენი გაჯირვება გვეკოპა ვა…….

  5. berkey

    I’m not that much of a online reader to be honest but your blogs really nice, keep it up! I’ll go ahead and bookmark your site to come back down the road. All the best|

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.