“ეს ჩემი შეცდომაც იყო…”- ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძისგანცხადებით, კორონავირუსითინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი შეფასებით, ზაფხულში ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო.

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ხოდა ამიტომ უნდა დადგეს შენი , როგორც მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი!
    რა არის სიტყვა პასუხის მგებლობა? მარტივად , რაღაცაზე პასუხის გებას …! და შენ რითი აგე პასუხი? ჯარიმა გადაიხადე ?.. არა! ხელფასი შეგიმცირდა ?.. არა! ჩამოგაქვეითა ვინმემ?.. არც ეგ! საყვედური გამოგიცხადეს? აბა შენ ვინ გაკადრებს ..?! ხოდა არც თმები გადაგიხოტრია ნულზე:)
    აბა მასეთი უპასუხისმგებლობა კაი საპასუხისმგებლო
    ამბავია ბიზინას მზემ რაა

  2. ანონიმური

    მისაჯირყვნია სასწრაფოდ

  3. ანონიმური

    მარტო ეგ? კარგი ერთი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.