“ეს ჩემი ბავშვია, რომელიც კარგად იქნება!!! ამ ბოროტება სიმსივნემ არ იცის ვისთან აქვს საქმე!”

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აუცილებელია ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა.

ამ ეტაპზე პატარა ალექსი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

ალექსის დედა  ნატალი გვედაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“იქნებ ვინმემ გამაღვიძოს, სადაა ზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის ვეღარ ვიგებ, თითქოს ჩემი ტვინი ავარიაში მოხვდაო, იქნებ ვინმემ მიპასუხოს ხითხვებზე: რატომ? როდის, საიდან, როგორ???.. პასუხი არსადაა, ვის ვკითხო, ვის თვალებში ვეძებო, ჩემი გული ყოველთვის განიცდიდა სხვის ტკივილს ისე როგორც საკუთარს, ეს ყველამ იცის ვინც კარგად მიცნობს, ყველა მიყვარს ყველას ვეფერები თუნდაც გულში.. ბევრი მიტირია ღამე ან ჩუმად სხვისი ცუდის ან ტკივილის გამო.. ბუნებრივია ფიქრობ რატომ? მაგრამ პასუხი არ არსებობს, ვიცი რომ ჩემნაირ განსაცდელშიც ბევრია და იგივე კითხვები აწუხებთ.. მაგრამ ღმერთო დამიბრუნე ყველა ჩემი კეთილი საქმეები, კეთილი ფიქრები რაც სხვების მიმართ მქონია და გამიკეთeბია, წინ დამახვედრე ყველაფერი, უკან დამიბრუნე…

გული მტკკკიივვვაა ან ონფორმაციის გაზიარებით, მაგრამ ეს ჩემი ბავშვია, რომელიც კარგად იქნება!!! ამ ბოროტება სიმსივნემ არ იცის ვისთან აქვს საქმე!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.