“ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის აზრით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს.

“თუ იმას ზეიმობენ, ერთი წლისთავს როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება”

გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე მოძრაობა სირცხვილია რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავს. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად, გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დარწმუნებული ვარ ექნება პროვოკაციოებს ადგილი

  2. ანონიმური

    მართლაი ხართ ბატონო გიორგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.