“ეს მკვლელობაა, ფაქტია, რომ იქ მანქანა არ იდგა – გეტყვით, ვინ მოგვაწოდა სატელიტური ფოტოები” – ადვოკატები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ:

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მკვლელობის მუხლით გამოძიების გადაკვალიფიცირების საფუძველს იძლევა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები, რომელის მიხედვითაც, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) სრულ ნდობას უცხადებს რამიშვილის მიერ მოპოვებულ სატელიტის კადრებს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს ეს მტკიცებულბა.

ეკა ქობესაშვილი:

“არის ევროკავშირის ვადიანი კორპორაციული პროგრამა, რომელშიც მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყანა და დამატებით 10 ქვეყანა. ამ კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და ამტკიცოს, რომ იდგა და თვითონ მოგვიტანოს საპირიპირო ფოტოები. თუ არადა, მიიღოს ჩვენი მტკიცებულება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალივფიცირებას გულისხმობს”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. Waja

    Mkvlelobaa abara .amande c xo vicodit ro mkvleloba iko

    1. ანონიმური

      Ra efforts seul

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.