ეს იყო ჩემი პირადი შეცდომაც – ამირან გამყრელიძე

“ეს შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც გარკვეული ხარვეზი ჩვენი მართვის, ასე ადვილი არ არის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში ეპიდაფეთქების მიზეზებზე საუბრისას “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი” განაცხადა.

ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ბათუმში საკურორტო სეზონზე შეზღუდვების არ არსებობით დაიწყო და შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო დაამძიმა.

“ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გავრცელება გვქონდა სულ 1 500 ადამიანი და 19 გვყავდა გარდაცვლილი, ბათუმს ვერ მოვუარეთ თავის დროზე, მეორე, პოლიტიკური პროცესი იყო ქვეყანაში, კანდიდატები პირბადით იყვნენ და ურიგებდნენ პირბადეებს თავის მომხრეებს როცა ხვდებოდნენ, თუმცა ეს მოხდა შემდგომ და შემდგომ, როცა რეკომენდაცია, მერე თვითონ არჩევნების დღე, როცა 2 000 000 ადამიანი გამოვიდა, ეს დიდი მობილობა იყო, მერე არჩევნების შემდეგი დიდი შეკრებები და ასე შემდეგ, ამან ყველაფერმა ერთობლიობაში [ გაზარდა შემთხვევების რაოდენობა], თუმცა ყველაფერი დაიწყო საკურორტო სეზონებით და ჩვენ რატომღაც ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ რომ ყველაზე მაგრები ვართ. ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ ჩემი მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით”

“ალია” შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძეს ისევ არ უთქვამს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამირან გამყრელიძის შეცდომების გამო!

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    შეზღუდვების გაუქმების გამო სახალხო პროტესტის აგორების (თოვლის გუნდა და ზვავი) შემდეგ, სიტყვა ეძლევათ ,,დარტანიანსა ფა სამ მუშკეტერს,, ვნახოთ რას იტყვიან…პ.ს. არცერთი ქვეყანა (ყოფილი სსრკ) არ აშუქებდა ისეთი აგრესიულობით, ვირუსით გამოწვეულ ტრაგედიებს, როგორც ჩვენი ქვეყანა და გამორიცხულია, დასახული მიზნის გარეშე ეს ვინმეს გაეკეთებინა ჩვენთან, თუნდაც მათ მიერ დასახელებული ციფრები ყოფილიყო უზუსტესი და შემაშფოთებელი, მკაცრად დასახული მიზნის გარეშე ამის გაკეთებას აზრი არ ქონდა, რამეთუ გაცილებით უარყოფით შედეგს მოიტანდა ხალხისთვის, რომელ ხალხზე წინაც დააყენეს თავიანთი მიზანი და ეს მიზანი ყველამ იცის…ხალხი ქუჩაში არ უნდა გამოსულიყო. ერთ შემთხვევას გეტყვით ამასთან დაკავშირებით: ყაზახეთში მოვხვდი როდესაც მთელ მსოფლიოში პიკს მიაღწია პანდემიამ, ჩაიკეტა მთელი მსოფლიო და ყაზახეთში პანდემიით დაყუპულთათვის გამოყვეს სპეციალური სასაფლაოები, სადაც ჭირისუფალსაც არ უშვებდნენ…და ამას ყოველდღე აშუქებდა პრესა, ტელევიზია და ინტერნეტი, დაიშოკა მოსახლეობა, იხოცებოდნენ ინფაქტებით, ნერვიულობით და ისინიც ვინც დავადებული იყო ვირუსით და ასი გარდაცვლილიფან 95 უნდა გადარჩენილიყო, ასივე იღუპებოდა…და ჭკვიანმა ხელისუფლებამ თუ პიროვნებამ ხელის ერთი მოსმით მოგუდა ეს პანიკიორობა და ოთხ-ხუთჯერ დაეცა გარდაცვლილთა რაოდენობა, სულ რამოდენიმე დღეში…ჩვენთან კი დღემდე გრძელდება ეს ,,მარაზმი,, ისევ ვიღაცის, უბინძურესი გათვლების გამო, თუმცა უკვე ნათელია რომ ეს გათვლა მეორე ნაპირამდე ვერ გააღწევს და შეამცირეს ხალხის დაპანიკება, კიდევ ცოტა და ეს პანდემია თითქოს არც ყოფილა, ამას ყველაფერს მალე დავინახავთ, ხელის ერთი მოსმით ამის გაკეთება მათგან გამორიცხულია, რამეთუ ეს იქნება აღიარება მათი გათვლებისა.

  2. ყანის მეჯოგე

    ყანაა, რას გვაბოლებ მერამდენედ, რა მითებს ჰყვები, ვითომ არ იცი რაც ხდება ცაში; ისიც არ იცი რომ, იქედან თვითმფრინავებიდანაა ქიმტრეილების სახით ახალ-ახალი “შტამები”?; თუ არ იცი, მაშინ რა გინდა მაგ თანამდებობაზე სიკვდილამდე?.

  3. ...................აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა............

    SOS.პირველ რიგში მედიკოსებს!!!. ეს დედამიწაზე კორონაისტერიაზე ყველაზე კომპეტენტური ფილმი გამოძიების(ჯერჯერობით 18 სერია) ფლეილისტია. (:ნ ა ხ ე . და . ა ზ რ ზ ე . მ ო გ ი ყ ვ ა ნ ს🙂
    https://www.youtube.com/watch?v=6gNHKctvJZo&list=PLEl8Q3ptvwJ8n_e5DdyJPvJKpDGI2Y3Kj

  4. ანონიმური

    მიაშორეთ ეს სამი მუშკეტერი.ხალხს ოდნავი ნდობაც არ შერჩა მათი.მოგვაშორეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.