ეს იყო ამაზრზენი! – ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივის

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს.

კომპოზიტორმა reporter.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ 29 ოქტომებრს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ზემოხსენებულმა ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს:

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, – განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.

  •  
  •  

11 Comments

  1. ანონიმური

    ნეტა შენ არ აფრენდე ვაჟა.სულ გამოყლევდი სიბერეში

  2. კოტე

    რა ქნას არ იტყვის და ბიძო მოუხსნის სამათხოვრო ლუკმას! თავისი გაჭირვებია ამ საცოდავს ასე ყავს გამობმული ძაღლებივით ეს გაჭირვებულები! პოლინქრონიან უნდა იმღერონ თან სხვადასხვა სახელით მოიხსენიონ, ნიცშედან დაწყებული გრიგორიჩით დამთავრებულია ასეა ეს!

    1. ანონიმური

      მაშინ თქვენ დაუნიშნეთ სასურველი ჰონორარი და იმღერეთ რამდენიც გინდათ , მარა მაგის @@@კი არავის გაქვთ, ენები მაქვთ მარტო შემოხვეული ფენა-ფენა

  3. ანონიმური

    მდააა,რა გამოუვალ მდგომარეობაშია ეს საცოდავი ქვეყანა.საიდან დავიწყეთ ისტორია და სად მოვედით-“ბუდკაში”!!!

  4. ანონიმური

    აუ შენც რა დაგემართა ტო

  5. ანონიმური

    სანამ ეს წითელი ინწელიგენციის ნარჩენები არ ჩასამარდებიან, ამ ქვეყანას სიწყნარე არ ეღირსება

  6. ანონიმური

    ეს არ იყო სიმღერა, ეს იყო ყროყინი,

  7. ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია.

    შე უწიგნურო, თხა და გიგოზე დარჩენილო, შენ, რომ ისტორია იცოდე, წითელ ინტელიგეციაზე ამას არ იტყოდი.

    1. ანონიმური

      ვირისებრთა ოჯახიდან ვირის ყროყინი ისმის!!!

  8. ანონიმური

    ეგრე მოუხდებათ მაგათ

  9. ანონიმური

    ხოდა ძალიანაც კარგი იმედია ჭკუას ისწავლიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.