ეს იქნება ივანიშვილის საბოლოო პროდუქტი – რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“ივანიშვილი ნამდვილად წავიდა თუ – არა პოლიტიკიდან და დარჩება თუ – არა იგი “ჩრდილოვან მმართველად”, ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა არ იყოს ალოგიკურად მიმაჩნია. ივანიშვილი ისევე წავა პოლიტიკიდან, როგორც მიხეილ სააკაშვილი წავიდა. არც მას უჭირავს საქართველოში რამე ოფიციალური თანამდებობა, მაგრამ ხელს არაფერი უშლის, რომ პარტიას უკრაინიდან მართავდეს. სააკაშვილს ზოგიერთებმა მოუწოდეს, რადგან ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შენც წადიო. ესეც აბსურდია. ერთი ან მეორე იმიტომ კი არ არის პოლიტიკაში, რომ ბილეთი აქვს აღებული, მომხრეები ჰყავთ და, შესაბამისად, გავლენასაც ინარჩუნებენ.

ივანიშვილის ახლა ყველასგან დისტანცია აქვს აღებული და შორიდან აკვირდება სიტუაციას. რადგან თქვა, რომ სურვილი აქვს, ქართულ პოლიტიკაში დაინახოს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” გადაიყვანს ოპოზიციაში, გამორიცხული არ არის, შესაბამისი პოტენციალის ჯგუფის გაჩენის შემთხვევაში, ნამდვილად შეუწყოს ხელი ახალი პარტიის შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი სიმპათიები თანაბრად გადანაწილდეს, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ასევე – ოპოზიციაში გადანაცვლებულ “ქართულ ოცნებაზე” და, საბოლოოდ, მან შექმნას არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ – ახალი პოლიტიკური ელიტა – სახელისუფლებო პარტია თავისი კონსტრუქციული ოპოზიციით. ეს იქნება საბოლოო პროდუქტი.”

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    pu es bidzos mineti

  2. ნათი

    თავად ვისი ლაქია ხარ, ანონიმო? პირსისხლიანი სააკაშვილის ხომ არა?
    შენთვის და შენნაირებისთვის სამშობლო და ხალხი არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ. გეტყობა, რომ არც დაკარგული ტერიტორიების ოცი პროცენტი გადარდებს, არც გასხვისებული ქართული მიწები, არც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკების გადამალვა, რათა დავითგარეჯის გასხვისებაც გაადვილებოდათ, არც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი, დასახიჩრებული, სადისტურად ნაწამები, დამცირებული, გამწარებული, დარეკეტებული, დატერორებული, დაშინებული და დევნილი ადამიანების ბედი… აბა რა გადარდებს?
    ალბათ მხოლოდ საკუთარი თავი…

    1. ნათი

      შენ გაიხარე სიმართლისთვის

  3. ვაი

    შე მართლა ცხოვრებით ანონიმურო მინეტო,საყვარელიძეზე მაგას როგორ ამბობ

  4. ნიკა

    როდის გაქრებიან ეს ნაგავი ქოცები?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.