“ეს ის ბიჭია ღამით ჩუმად და უანგაროდ რომ წმენდს ბანკომატებს და საქანელებს”

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით მოქალაქეები გადიან და სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ ბანკომატებს, საბავშვო მოედნებს და ა. შ.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გოდერძიშვილი, წერს:

“ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს… მიხარია და მეამაყება რომ ესეთი ადამიანები არსებობენ!  შევეცადე მცირედით მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე, ვინმემ თუ იცით კიდევ ესეთი კეთილი ადამიანები მაქვს სურვილი მცირედით მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად, ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შემნილი რთული სიტუაციის გამო ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად მინდა მცირედით მაგრამ დავეხმარო, ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით, უბრალოდ მინდა რომ როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს, მე დიდს ვერაფერს შევცვლი მაგრამ ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ ყველამ რო ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ რთულ ვითარებაში მემგონი რომ საბოლოო ჯამში მცირედი სულაც აღარ იქნება  #სიკეთეგადამდებია #ძალაერთობაშია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ელენე

    ეს სულაც არ არის გონივრული რამ. მსგავსი საქმიანობისთვის Შესაბამისი სამსახურია. დახმარება Თუ სურს, დარჩეს სახლში. ეს არის ახლა დახმარება, უარი ვთქვათ პირად Თავისუფლებაზე და დავრჩეთ სახლში ქვეყნისა და Ჩვენთვის Ძვირგასი ადამიანების სიცოცხლისᲗვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.