“ეს ინფორმაცია ამირან გამყრელიძესაც არა აქვს!.. სკოლების უმეტესობაში, სწავლის დაწყება არ შეიძლება!”


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენჯმენტის სკოლის დეკანი, ვატო სურგულაძე:

-კორონავირუსის მეორე ტალღას აანონსებს ზოგი მალე, ზოგი ამბობს, მეორე ტალღა უკვე დაიწყოო, თქვენ როგორ ფიქრობთ? დაიწყო მეორე ტალღა, თუ ჯერ არა?

-ეს ცნება – მეორე ტალღა საიდან აიღეს, არავინ იცის, მეორე, მერვე თუ მეცხრე ტალღა – ჩვენი გამოგონებული ტერმინებია. ეს ვირუსი როგორ მოიქცევა, არავინ იცის, ის, ვინც გეუბნება, რომ იცის, იმათ საერთოდ არაფერი იციან.

-ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ ზაფხულში, მაღალი ტემპერატურა და მზის სხივი სავარაუდოდ, მოკლავდა ვირუსს, გვეუბნებოდნენ, რომ ყველა ვირუსი ამ მხრივ ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, ასე არ მოხდა.

-კი, იმიტომაა ბრაზილიაში ახლა სასწაულ ნიშნულზე ასული ინფიცირებულთა რიცხვი. როგორ მოიქცევა ეს ვირუსი სინამდვილეში, ეს არავინ იცის. შეიძლება ერთ დღეს საერთოდაც გაქრეს, არც ეგ ვიცით. გარდა იმისა, რომ შემოდგომაზე ისედაც იმატებს ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, (გრიპის ვირუსი, მაგალითად) ჩვენმა სახელმწიფომ ხელი აიღო და არაფერს აკონტროლებდა ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე და ახლა გვიკვირს, – ვა, რატომ გვაქვს აჭარაში პატარა აფეთქება. ის, რაც დღეს აჭარაში ხდება, არ არის ეპიდემია, ვიღაცამ დაარქვა – მიკროეპიდემიააო, მიკრო და მაკრო ეპიდემია არ არსებობს, ეპიდემია ეპიდემიაა.  ჩვენმა სახელმწიფომ აიღო და, უკაცრავად, მართლა დაიკიდა ყველაფერი, თბილისის გარდა, ნიღაბს ვერსად ნახავ. თუ ნახავ, გეცოდინებათ უკვე ახალი ტერმინი – ნიღაბი მათხოვე, მაღაზიაში უნდა შევიდე… საშინელებაა. სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, უნდა აკონტროლებდეს, მისცეს შენიშვნა ორჯერ და მესამედ შეიძლება დააჯარიმოს. პირდაპირ რომ მივარდები დასაჯარიმებლად, ეს იწვევს ნეგატიურ რეაქციას.  ბევრი იძახის, ჩვენ ხომ არ დაგვემართაო, მაგრამ ერთი დღის მომენტია, შეიძლება ერთ დღეში აფეთქდეს. 30, 38, 50 ახალი ინფიცირებული არ არის პრობლემა, მთავარია, რამდენად მზადყოფნაში იქნება ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა.

-სხვა ქვეყნები კორონავირუსისთვის ემზადებოდნენ სამედიცინო კუთხით, მოაწყვეს კლინიკები, შეიძინეს აღჭურვილობა, ჩვენ მარტო ის გვესმის, საკარანტინე სასტუმრობისთვის როგორ გამოყვეს მილიონები, როგორ ჩავიკეტოთ და დავიმალოთ კარგად და რამდენი ფული დავარიგოთ მოსახლეობაში ბიუჯეტიდან.

-რატომ იყო საჭირო – დარჩი სახლში? „დარჩი სახლშის“ დროს, სახელმწიფოს უნდა დაეწყო მზადება ფინანსური, ეკონომიკური. სკოლებზე რომ ატეხეს ერთი ამბავი 15 აგვისტოს, მოიცა, 15 აგვისტომდე არ იცოდნენ, რომ სკოლებში მალე სწავლა იწყებოდა? სკოლების უმეტესობაში სწავლის დაწყება არ შეიძლება. არც ცხელი წყალია, არც საპონი, არც სადეზინფექციო საშუალებები, არც ერთჯერადი პირსახოცები. ზამთარი მოდის და როგორია, ბავშვს უთხარი, მიდი, ცივი წყლით დაიბანე ხელები. ამას სჭირდება თანხების მობილიზაცია, ზუსტი დავალებების მიცემა და კონტროლი, გაფრთხილება, რომ თუ ასე არ მოიქცევი, მოიხსნები სამსახურიდან. არ მიყვარს იმის თქმა, რომ განზრახ აკეთებენ, უფრო, არ იციან ალბათ, რა და როგორ გააკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ ივნისში ჰქონდა გეგმა, კარგი გეგმა იყო, 20 პუნქტზე მეტი იყო ჩამოთვლილი, მაგრამ სექტემბრისთვის არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ. მაგალითად, უნდა შემუშავებულიყო ცენტრალიზებული სისტემა, ჰიგიენური საშუალებები მოწოდებისთვის. ივლისში უნდა დაეწყოთ ინფექციური საავადმყოფოს მცირე რეაბილიტაცია, სანამ იმ კაცმა, თენგიზ ცერცვაძემ არ ატეხა ყვირილი და მაპატიეთ, დედის გინება, მანამდე არაფერი გაუკეთებიათ. საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გაძლიერებულიყო, ივლისში და აგვისტოში საერთოდ გაგიგია ამ კუთხით ახალი ამბები?  მინისტრს, თუ მინისტრი ჰქვია, შეხვედრაზე ვკითხე, რატომ უნდა აკეთებდეს ყოველ დილით მოხსენებას მარინა ეზუგბაია? კარგი ექიმია, ვმეგობრობ, მაგრამ რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, ყოველ დილით და საღამოს რატომ არ ავრცელებს რელიზებს, რატომ არ პასუხობს სამინისტრო ჟურნალისტებს? ეზუგბაია ერთი კლინიკის მთავარი ექიმია, მაგის საქმე არის მკურნალობა, რატომ აცდენ მის საქმეს? – კიო, მინისტრმა, მაგას გამოვასწორებო, ეს ხდებოდა ივნისში  – გამოსწორდა?

-მინისტრს არ ჰკითხეთ, ასე ჯიუტად რატომ ჯდება მძღოლის გვერდით ავტომანქანაში, როცა ჩვენ გვიშლის იგივეს გაკეთებას?

-მინდოდა, მაგრამ სიმართლე გითხრა, შემეცოდა. ებრაელების წყევლა ხომ იცით, შენი არ იცოდე, სხვისი არ  გესმოდესო, ასეა დაწყევლილი. მინისტრი ისედაც უნდა ჯდებოდეს უკანა სალონში მძღოლის დიაგონალზე, ეს არის სამთავრობო ეტიკეტის წესი. მაგასაც ცოდნა უნდა. გადავიდეთ ისევ იმ გეგმაზე, კიდევ ეწერა, რომ უნდა განხორციელებულიყო სამედიცინო პერსონალის გადამზადება – არც ეგ მომხდარა. 300 ოჯახის ექიმისთვის უნდა მიეცათ აღჭურვილობა, ხალათები, ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარები და ა. შ.

-არ აქვთ ეს აღჭურვილობა ოჯახის ექიმებს?

-არა აქვთ, ელექტრო სიცხის საზომებიც არა აქვს, თავად ყიდულობენ თავის ფულით. შემდეგ ეწერა, რომ 200 სასუნთქი აპარატი უნდა ეყიდათ და 100 დამატებითი საწოლი გაეხსნათ სხვადასხვა კლინიკაში – არც ეგაა შესყიდული. აი, ეს ყველაფერი ეწერათ გეგმაში, რომელსაც ერქვა პოსტკრიზისული გეგმა ჯანდაცვის სექტორში. ყველაზე გენიალური, ამ გეგმაში იყო პუნქტი – ეპიდემიოლოგების მობილიზაცია – ჯარისკაცები არიან? ერთ დღეში შეგიძლია ეპიდემიოლოგთა მობილიზაცია მოახდინო, რაც ჰყავდათ ყველა ისედაც ჩართული ჰყავდათ, რად უნდა მაგას ცალკე გეგმა.

-არადა, უნდა მოეხდინათ გადამზადება კარდიოლოგთა, თერაპევტთა, ზოგადი ქირურგებიც გამოადგებოდათ რეანიმაციაში, მაგალითად და ანესთეზიოლოგებიც….

-რა თქმა უნდა, ეგეც ეწერათ, მაგრამ არაფერი ჩატარებული. მართლა, თითი თითზე არ დაუკარებიათ. ტრენინგს ჩატარების წესი ასეთია – ჯერ ნახულობ, რა იცის, პრეტესტს ატარებ, მერე უტარებ ტრენინგებს, მერე ატარებ პოსტტესტს – არკვევ რა ისწავლა და მერე აკონტროლებ, რომ დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე, იცავს თუ არა ამ წესებს. ამათმა მიაწოდეს პროტოკოლი და უთხრეს, მიდი, გააკეთე, კაციშვილს არ გადაუმოწმებია, რამდენად სწორად გაიგო იმ ადამიანმა და აკეთებს თუ არა.

თავად ის ფაქტი, რომ ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია არ დაიწყეს, რას მიუთითებს, არ სჯერა ჯანდაცვის მინისტრს ამ ვირუსის? არ ეშინია?

-სიმართლე გითხრათ, არაფერზეც არ მიუთითებს, უცოდინრობისა და უპასუხისმგებლობის გარდა

-800 სასუნთქი აპარატი გვაქვსო, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, ყველას ხო არ სჭირდება ეს აპარატი, ყველა ხომ არაა მძიმე პაციენტი და რატომ ეშინიათ ასე ამ 30 და 40 პაციენტის?

-არა გვყავს მაგდენი მძიმე პაციენტი, ამდენი შემთხვევიდან მაქსიმუმ 80-დან 100 მდე გვყავდა პაციენტი, ვისაც დასჭირდა ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამაზე ასეთი ჩაჯინება არ მგონია სწორი, არ მიიყვანო იქამდე, რომ დაგჭირდეს და თუ მიიყვან იქამდე, მაშინ ცუდად იქნება ჩვენი საქმე.

-დღეში რამდენი ახალი შემთხვევა იქნება საშიში?

-400-ზე მეტი ახალი შემთხვევა თუ იქნება კვირაში, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ წითელია ანთებული, თუმცა, ესეც კი არ იქნება მთლად საშიში. საინტერესო ის კი არ არის, სულ რამდენი ადამიანი გვყავდა ინფიცირებული, 1000 თუ 1500,  საინტერესოა ახლა რამდენია ავად. ყველაზე დიდი რაოდენობა პაციენტების, რომლებიც ერთდროულად იწვნენ კლინიკაში ამ დაავადებით  იყო 367 და ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 2 მაისს. ახლა 300-საც არ არის მიახლოებული. რაოდენობა გახდა ათას რაღაცა, მიყვები, რაში მაინტერესებს 7 თვის მანძილზე, სულ რამდენი იყო ავად, ახლა რამდენია აქტიურად დასნებოვნებული, ის უნდა მითხრა.

-სამედიცინო კლასტერი საკმაოდ დიდი პროცენტულობით გვყავდა, არა?

-კი. 12-13 პროცენტი დაავადებულების არის სამედიცინო პერსონალი. ჩემი კოლეგები არიან მაგრამ, ეს  400-კაციანი კონფერენცია რომ არ მოეწყოთ, არ შეიძლებოდა? ყველაზე ანეკდოტური ის იყო, რომ მინისტრის პირველი მოადგილე აპირებდა ამ კონფერენციაზე ჩასვლას, თამარ გაბუნია აპირებდა ამ კონფერენციაზე ჩასვლას, როგორ უნდა გამოვიდეს და როგორ უნდა მისცეს მერე სხვებს რჩევები? პირველი მოადგილე იყო მონაწილე ამ კონფერენციის, რაზე ვლაპარაკობთ?

-შვილის გაბედნიერება და ქორწილი უფრო მნიშვნელოვანი გგონიათ, თუ ასეთი ტიპის კონფერენციები?

-შვილის გაბედნიერება, რა თქმა უნდა. იმედია, შეიცვლებიან და მოვალთ ის ხალხი, ვინც ვიცით, როგორ ვმართოთ ეს ქვეყანა.

-თქვენ რომ მინისტრი იყოთ, როგორ მოიქცეოდით, რას გააკეთებდით?

-ძალიან ბევრ რაღაცას, იანვრიდან დავიწყებდი, უკვე გვექნებოდა ცენტრალიზებული მომარაგება – აი, რომ იძახიან ნიღაბი გაძვირდა, ჩვენ ვეტყოდით, რომ აი, ამ ადგილიდან შეგიძლიათ იაფად წაიღოთ, ბევრმა ქვეყანამ გააკეთა ასე – ცენტრალიზებული მომარაგება იქნებოდა. აუცილებლად გვექნებეოდა მედიასთან მჭიდრო კონტაქტი, იქნებოდა ტრენინგები ყველასთვის, დაწყებული სანიტრებიდან, მეხანძრეებით დამთავრებული, ყველასთვის. გვექნებოდა მხარდამჭერი, არადასჯადი კონტროლი – მივედი, ვნახე და გამოვასწორე.

-ივლისში გაუქმდა ცხელების ცენტრები, რატომ?

-გააუქმეს, იმიტომ რომ მათ უხდიდნენ თითო საწოლში ფულს, მაგ ფულის გადახდა აღარ უნდოდათ.

-კარანტინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხელების ცენტრი? კარანტინი არ გაუუქმებიათ.

-ეს არის დისკრიმინაციული, არასწორი კარანტინი – ქართველებმა გაიარონ, უცხოელებმა არა, რას ნიშნავს, პირველ რიგში, თანამემამულეს უნდა სცე პატივი და მერე უცხოელს. კარანტინზე უფრო იაფია, იყოს სახლში, თუ აქვს თვითიზოლაციის პირობები და ოჯახის ექიმმა და უბნის ინსპექტორმა აკონტროლოს. გაცილებით შედეგიანი და იაფი იქნებოდა. საწყალი სტუდენტები ჩამოდიოდნენ 1 თვით და ორი კვირა კარანტინში ისხდნენ. ახლა 12 დღე გაუხდიათ და დღეს გავიგე, რომ კიდევ უნდა შევამციროთო.

-რის მიხედვით ამცირებენ?

-ალბათ, ფული აღარ აქვთ, თორემ არაფერი რეგულაცია არ გამიგია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.  თუმცა, ჯანმო არ არის მარეგულირებელი, მხოლოდ რეკომენდაციებს გაძლევს, გაითვალისწინებ, თუ არ გაითვალისწინებ, შენზეა დამოკიდებული, როცა ჩვენებს უნდათ – იყენებენ, როცა არ უნდათ – არ იყენებენ.

-თქვენ რომ ჯანდაცვის მინისტრი იყოთ, ტურისტებს შემოუშვებდით, თუ არა?

-კი, შემოვუშვებდი, ოღონდ, იმის შემდეგ, რაც დავრწმუნებოდი, რომ ჩვენი სამედიცინო  და ტურისტული ინფრასტრუქტურა მზადყოფნაშია. ამისთვის მზადება უნდა დაგვეწყო ადრევე, თორემ, აუცილებლად შემოვუშვებდი და ქვეყანას არ ჩავაგდებდი ასეთ ეკონომიკურ კრიზისში.  მანამდე სანამ ტურისტს შემოვუშვებდი, გავიმეორებ, დავრწმუნდებოდი, რომ სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა მზადყოფნაშია და ეს გაკეთებადია, არ გეგონოთ, რომ შეუძლებელია, რთულიც კი არ არის, შრომატევადია უბრალოდ, სამაგიეროდ, ერთხელ ააწყობ და მერე გაქვს.

-სვანეთს ჩაკეტავდით?

-არა, რა თქმა უნდა, სულ არ იყო სვანეთის ჩაკეტვა საჭირო, არაფერი მაგაზე არ მიუთითებდა, მაშინ აჭარა ცხრაჯერ უნდა ჩავკეტოთ.

-აჭარა რომ ჩაკეტონ, ამდენ ადამიანს კარანტინში ფიზიკურად ვერ გადაიყვანენ.

-ხო, მაგაშია საქმე. რას ერჩი იმ საწყალ სვან კაცს, ვალად  აქვს ზოგს ის სასტუმრო აღებული, 2 კაპიკი უნდა შეუვიდეს ოჯახში. მოსინჯეს – აბა, რომ ჩავკეტოთ, რა რეაქცია ექნებათ? – მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა, თორემ, მესტია არ იყო ჩასაკეტი.

-ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით პაციენტთა რა ნაწილმა გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ?

-უსიმპტომო პაციენტების დიდი რაოდენობა არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში. აი, მანქანის სიჩქარე რომ გავზომო, სპიდომეტრი ხომ მჭირდება? რომ მინდა გავზომო რამდენი მყავს დაავადებული, ტესტი უნდა გავაკეთო. ტესტი თუ არ გავაკეთე უბრალო მოსახლეობაში, ვერ გავზომავ რამდენი პროცენტი მყავს უსიმპტომოდ დაავადებული, რამდენ პროცენტს აქვს გადატანილი – ჯანდაცვის გეგმაში ეგაც ეწერა, რომ მოსახლეობას უზრუნველჰყოფდნენ ტესტით, მაგრამ არც ეგ შეასრულეს. აი, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, სასწრაფოს თანამშრომლებს თვეში ორჯერ უკეთდებათ ტესტი, ანუ, მოვედი მორიგეობაზე, გავიკეთე ტესტი და არ აღმომაჩნდა ვირუსი, მაგრამ მე იმის შემდეგ 4 მორიგეობაზე კიდევ მივდივარ. ხომ შეიძლება იმ მორიგეობაზე დამემართოს და მერე მეორე პაციენტთან დავირუსებული მივიდე?

-თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი და აქვს იმუნიტეტი?

-ეს არავინ იცის. პირდაპირ ვამბობ, ეს ინფორმაცია გამყრელიძესაც არა აქვს. რომ ყოფილიყო ჩატარებული კვლევები ანტისხეულებზე, რაღაცა სურათი მაინც გვექნებოდა. მეტიც, ის ინფორმაციაც კი არ არსებობს, როგორი გადანაწილებაა ასაკობრივ ჯგუფებში.

-ეგ ინფორმაცია მოვითხოვეთ ჩვენც და გაიკვირვეს, მაგის ცოდნა რა საჭიროაო, არადა, რაღაცა ტიპის გრაფიკი თუ არ გაქვს, თუ არა იცი პროცენტობა, თუ არ იცი, რომელ ასაკობრივ ჯგუფში როგორ მიდის ვირუსი და ა. შ. პროგნოზირებას როგორ გააკეთებ მომავალზე?

-ჩვენ, როგორც სპეციალისტებს, გვაინტერესებს, რომ გავაკეთოთ პროგნოზირება, შევადაროთ და ასე შემდეგ. ჟურნალისტებს კი არა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ჯანდაცვის სპეციალისტებს. რა უნდა მაგ გრაფიკის დამზადებას, დამსვან და 2 დღეში გავაკეთებ.  ბევრი რამის გაკეთება და მოსწრება შეიძლებოდა, მით უფრო, რომ გეგმაც კი ჰქონდათ და მართლა არ იყო ცუდი გეგმა, ამ გეგმის ერთი პუნქტიც კი არ შესრულება, საერთოდ არაფერი გაუკეთებია  ზაფხულის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომას მოუმზადებელნი შევხვდით და მხოლოდ ერთი იარაღით ვაპირებთ ბრძოლას, როგორც ვატყობ, ჩაკეტვით.

თამო კეშელავა, ალია №32

  •  
  •  

კომენტარი

  1. ამოვიდა რა კისერში, რამდენი დაუნი ხალხია

    }}}საიდან აიღეს და აქ არაა კორონას მართვის, ჩართვა გამორთვის პულტი ლ.ლ. თუ შორს წასვლა უნდათ}}}

    1. SOS!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

      SOS ! არაა გამორიცხული ეს ნაგავი, ტესტები, რომელსაც ისედაც რეალობის შემთხვევაში მაქს. 30 % სიზუსტის ალბათობა აქვს, თვითონ შეიცავდეს კორონავირუსებს.ანუ თვითონ იყოს დაავადებული კორონათი. ასეთი ყალბი ტესტები მილიონობით გამოყარეს ადრეც და ეხლაც ბაზარზე. SOS აბა თქვენ იცით, არ გამოიღვიძოთ არა.

      1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა.....

        SOS.ალია არა ხარ ღირსი მაგრამ , გულმა არ მოგვითმინა!. ამ ს ა ს ი ხ ა რ უ ლ ო დამაიმედებელ ინფორმაციას, პირველები გაიგებენ თქვენი ვებგვერდის საშუალებით, ქართველი მოსახლეობა და თვით ჯანდაცვის სამინისტრო?. დარწმუნებულები ვართ რომ, როგორც სხვა, ეს ინფორმაციაც, მათ არ ეცოდინებათ
        https://www.youtube.com/watch?v=XfHbxkPaaUM საქმე კ ო ვ ი დ-19 ე ხ ე ბ ა { გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ}
        ეხლა ოფიციალური სამედიცინო წყაროებით, ვამოწმებთ ამ ინფორმაციის მართებულობას!

  2. ანონიმური

    ვინ რას შეასრულებს როცა მინისტრი გვყავს კეკელკა და მოადგილეები და სხვა კიდევ ქვედა რგოლი უვიცები.სამარცხვინო გახდა სამინისტრო,ბოსელია სუფთა. რას ერჩოდნენ სერგეენკოს და ამ დებილი კეკელკათი როგორ უნდა ჩააანაცვლო???

    1. ანონიმური

      დებილი ადვილი სამართავია

    2. SOOOOOOOOOOOOOS

      SOS.ეს ინფორმაცია მართლა არა აქვს გამყრელიძეს და “ჯანდაბადაცვას”…ჯერ კიდევ მსოფლიო ბანკმა 2017 წ. თავიანთ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, ქვეყნების სია რომლებმაც კოვიდ-19-ვის ტესტები შეიძინეს —- —— ნ ა ხ ე თ ! … ისინი ემზადებოდნენ წინასწარ https://www.youtube.com/watch?v=kIQyXP9hE2A

      1. ყანის მეჯოგე

        ზუსტად ყანაში მომუშავე უბრალო გლეხი გადარჩება!. ხოლო ქალაქში სპიჩკის კარობკებში(საუტილიზაციო კამერები) მაცხოვრებლების უმრავლესობა კი უტილიზაციას დაექვემდებარება…მეგაპოლისების იდეა, მასონი ცოლქმარი კენქსების, ჯერ კიდევ მე-19საუკუნის დოქტრინაა, ხალხის უტილიზაციისთვის…შემდეგ დაემატა ; ქიმიური საკვებდანამატები,მავნე გამონაბოლქვი,GMO პროდუქცია, “ვაქცინაციები” ანუ მძიმე მეტალები ორგანიზმში…აქედან კი გაჩნდა, ალერგიები, შაქრიანი დიაბეტები, სიმსივნეები(50 000-მდე ანუ 15%-მდე ონკო ავადმყოფი გვყავს, საიდან?!)…სწორედ მიწას და ბუნებას რომ მოწყდა, მითუმეტეს ქართველი ადამიანი, ამის ბრალია ყველაფერი… ნახეთ ლეგენდარული გერმან სტერლინგოვის ინტერვიუ, რომელსაც 1 000 000 მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოში:სატანისტებზე–მსოფლიო მმართველებზე, ქალაქში მაცხოვრებლების უტილიზაციაზე, რომელსაც ჯერ კიდე 15-20წლის უკან ამბობდა, “ვაქცინაციებზე”… https://www.youtube.com/watch?v=7g6qZEyzm7E ხომ უყურებთ “პანდემიის” დროს ყველა ერთნაირი სიმაღლის გახდა?…დირექტორი, მუშა,მდიდარი თუ ღარიბი…ყველანი კიდია კორონას, მისთვის ყველა ერთია

      2. sos ნუ დაუჯერებთ, ამ ვაი, ბიზნეს-მედიკოსებს sos

        კორონავირუსები აგრესიული ტიპის არის გადამდები!. მაგრამ შეიძლება ბევრი ადამიანი ჩვეულებრივი კორონას მატარებელიც იყოს დაბადებიდანაც (ის ხომ 100მდეა აღმოჩენილი… 50მდე არის შესწავლილი და იქედან ბევრი არაა აგრესიული ტიპის!),ისე როგორც ადამიანი ატარებს მთელი ცხოვრება 6 ტრილიონამდე: ბაქტერიას, ვირუსს, სოკოებს,პარაზიტებსაც კი…ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან?.ისინი ხომ ბევრ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროცესებში იღებენ მონაწილეობას?… მთავარია არასწორი ცხოვრების წესის და პირველ რიგში არასწორი კვების გამო, ბ ა ლ ა ნ ს ი არ დაირღვეს!…მოკლედ თქვენი ლანძღვის თავი არა მაქვს!. ხალხო თქვენს გასაგონად!.ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე; კორონავირუსები შეიძლება აღმოაჩნდეს არა მარტო ადამიანების დიდ ნაწილს, (ამას იყენებენ ისინი კიდეც, თავიანთ სასარგებლოდ!.უბრალო,ყველას გასაგები ენით რომ ვთქვათ; თითქმის ყველა ავადმყოფ ადამიანში ძლიერდება კორონავირუსების რაოდენობის მატება სისხლში, მ ა გ რ ა მ არა მარტო კორონავირუსების!!!…კიდევ… )არამედ ის აღმოჩნდა მცენარეებზე და მის ნაყოფში, ავტომანქანის ზეთშიც კი, წვიმის დაგუბებულ წყალში…იმიტომ რომ მას ძირითადათ თვითმფრინავებიდან, ქიმტრეელებით ავრცელებენ და კიდევ ბევრ უბედურებასაც…. ასე რომ???,კიდევ რამდენ რაიმეზე უნდა ისაუბროს ადამიანმა ჭეშმარიტებისთვის?…ცხოვრება ბრძოლაა…არ დაისტრესოთ–ის პირველი მტერია და არა კორონა!..

        1. ა.ს.ზალმანოვის "შვილიშვილი"

          არც ეს ინფორმაცია არ იციან,არა აქვთ !!!…აკადემიკოსი ა.ს. ზალმანოვი (მედიცინის მოლო პერიოდის ჰიპოკრატედ წოდებული, ერთადერთი ებრაელი რომოლიც გიტლერმა არ დახვრიტა, მიუხედავად იმისა რომ თანამშრობლობაზე უარი უთხრა–იმიტომ რომ გენიოსი ზალმანოვი იყო,ნობელის პრემიის ნომინაციაზეც უარის მთქმელი—მაგრამ იმის მთქმელი რომ “თანამედროვე მედიცინა, ეს არის, დაავადების დროებითი პრევენცია და არა მისი მთლიანად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე ის კაცობრიობისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენსო” მეცნიერთა მსოფლიო კონგრესი 1958წ, მთელი დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით ფეხზე ადგა– მათ შორი მსოფლიო მმართველების წარმომადგენლებიც, მაგრამ რა ექნათ?, ის ხომ ზ ა ლ მ ა ნ ო ვ ი იყო!!!) ეს არ იცის ჩვენი “მედიკოსებიდან” 10 დან 11-მა…არც სამედიცინო უნივერსიტეტებში ასწავლიან—“აკრძალული ხილია”..ანდა კიდევ რომელ მეტრებზეა საუბარი?…შულცი, კემბელი, მორისი…რა იციან ?!…სამაგიეროდ იციან: ბილ გეიტსი,ჯანმოს გ.დ.ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი და მათი შავბნელი გუნდი…ა.შ…

          1. მე მრცხვენია …თქვენ?

            ფარსია მათი (ჩვენი არა!) მე დი ცი ნა!. მარტო უსულო საგნებს: სამედიცინო დანადგარებს, ინსტრუმენტებს…თუ გამოიყენებს ადამიანი…ხოლო სულიერი 99% უნდა გადაყარო რაც შეიძლება შორს კოსმოსში. აბა ისე გარემო უფრო დაბინძურდება და…აი ეშმაკთან გარიგების გამო,სანამდე მიიყვანეს თავიანთი თავი…მე მრცხვენია …თქვენ?

    3. NATURE & MEDICINE

      …ასე გაგუებენ და მიყავხართ თქვე ყანა(უკაცრავად ყველას არ ეხება) ხალხო, ნელ-ნელა “ვაქცინაციამდე”, გენების რედაქტირბამდე ანუ GMO ადამიანობამდე… ე.ი. ღირსები ხართ, რომ იტყვიან თქვენი სეირი უნდა უყუროს შორიდან კაცმა!. აბა რა უნდა ქნაათ?, რა უნდა ქნათ და მოიძიეთ ინტერნეტში, უძლიერესი ინფორმაციებია ალტერნატიული მარტივი საშუალებების, დაწყებული…ხომ დაიწყეს ფსევდოპანდემია?, თქვენც ადექით და მიიღეთ პროფილაქტიკისთვის: წყალბადის ზეჟანგის, საკვები სოდის ნაყენები…. მიხაკის, გულყვითელას, გვირილას, ასფურცელას, ძიძოს, ევკალიპტის(თუ ალერგიული არა ხარ მასზე),ასკილის ნაკრების სხვადასხვა ნაყენები. მიიღეთ მწვანე, მოცვის, გვირილას… ჩაი(ან ნაკრები); კოჭას, ლიმნის, ასკილის, თაფლის(შაქრის მაგიერ ან უშაქროთ ან მალინის მურაბით) დანამატი…იყავით ჰაერზე.მიიღეთ ზომიერი მზის ვანები.აკონტროლეთ პირველ რიგში ვიტამინიD3-ის, იოდის რაოდენობა ორგანიზმიში,მიიღეთ სელენის კაფსულები…და ა.შ. მოკლედ ვინც ეძებს ის პოულობს!… თუ არა იარეთ ფსევდოპანდემიის დროს ფსევდომედიცინის კარებთან და საბოლოოდ გახდებით, ბილ გეიტსის და მისი სატანისტური გუნდის —ევგენიკის —მსხვერპლი, ანუ GMO ადამიანი… ასე იქნება ეს 90%-ით მეტით, “თუ არა აგერაა გერმანია და აგერ ვართ ჩვენ”. დაიმახსოვრეთ!!!!!!……

  3. ანონიმური

    Regarde.saministro

  4. ანონიმური

    მედროვე ღლე
    ეხლა თავისნაირ ნაბოზრებს ხაზარაძის და ლელოს მიეკესლა

  5. ანონიმური

    ბავშვები უბანში, ეზოებში, ქუჩებსა თუ სხვა ადგილებში ჩახუტებული დადიან, რაღა მაინცდამაინც სკოლაში უნდა დაიცვან დისტანცია, არ მესმის?! ტყუილად ნუ აფერხებთ სასწავლო პროცესს!

  6. ანონიმი

    როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთში ზამთარია…
    წერტილი

  7. საამურია ცხოვრება

    აბა ამ ყველაფერს ყოველ დღე ახალი სისხლი(შესანახი ფული), ხომ სჭირდება?,რომ წამოჭიმეს და წამოჯდნენ საკუთარ კლინიკებში, ბაგრატიონ მუხრანცკებივით. ჯერ საკითხავია საიდან?, საჭიროა თუ არა ერთ სულ მოსახლეზე ამდენი კერძო, პლიუს სახელმწიფო კლინიკა, იცით?.

  8. ??

    რატომღაც ვაკვირდები სიტუაციას და ასე მგონია მთელ ქვეყანას აწყობს ბავშვები უსწავლელები დარჩნენ.წინა წელსაც რა ისწავლეს? არც არაფერი, ამ ვითომ ონლაინ სწავლებით? ხო და გაყავით ხალხი, ვისაც გვინდა სწავლა ვასწავლოთ ბავშვებს სკოლებში და ვისაც შიში გაქვთ ისე შეიკეტეთ სახლებში, ცხვირსაც ნუ გამოყოფთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.