“ეს ეკლესიაში არსებულ სრულ გაპარტახებასა და ანარქიაზე მიანიშნებს”

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი, სოციალურ ქსელში, წერს:

“წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ოჯახში სტუმრად მოსულმა რამდენიმე ადამიანმა თავხედურად საქმის გარჩევა დაუწყონ და თქვენი სახლიდან გაგდება დაუპირონ სხვა, თქვენს ოჯახში, ასევე სტუმრად მოსულ ადამიანს; თქვენ კი ამ დროს, მეზობლის ბავშვივით კუთხეში იდგეთ და შიშისაგან ხმას ვერ იღებდეთ.

ეს ხომ თქვენი ოჯახის სრული გაპარტახება იქნებოდა. ზუსტად იდენტური რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში, რაც ეკლესიაში არსებულ სრულ გაპარტახებასა და ანარქიაზე მიანიშნებს;

ე.წ. სინოდი პარალიზებულია;

მთელი საეკლესიო ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელშია, რომლებიც თვითნებურად მართავენ ეკლესიას. შესაბამისად, არ მოქმედებს არც საეკლესიო წესი, არც კანონი, არც დოგმა და არც ტრადიცია.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.