“ეს დახმარების პროგრამა ერთ ანეგდოტს მაგონებს ქუთაისელ ჭიჭიკიაზე…”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ტონია, წერს:

“თვითდასაქმებულებსო, თუ გადასახადს არ იხდიდნენ არ ერგებათ დახმარებაო… არ იხდიდა კი არა ვერ იხდიდა მთავრობავ და მასეთებს უფრო არ უნდა მიეხმაროთ? წინა წლებში ხომ იხდიდა… ახლა არ ჰქონდა მოგება და თქვენ რომ არაფერს არ გთხოვდათ და ძლივას გაჰქონდა თავი, ამაზე თუ დაფიქრებულხართ ოდესმე?
ეს ცხოვრება კიბეა… ზოგი ადის და ზოგი ჩადის… მოვესწრებით იმ დღესაც, თქვენაც რომ დახმარების იმედზე გამყოფებთ უფალი და საშველი რომ არ გექნებათ არსაიდან… რა უყავით ხალხს… ააა?
აი ეს სიმართლე რომ არ ვთქვა არ შემიძლია… ის ხალხი ჩვენ არა ვართ? რა დედალ- მამალის გარჩევა უნდოდა მაგას? ყველა ერთ დღეში იყო, ვინაც არ მუშაობდა თუ დაკარგა სამსახური… გამოვაკლებდი იმას, ვინაც დისტანციურად მუშაობდა და დანარჩენს თანაბრად დავეხმარებოდი….

არა… ვინმემ მიიღეთ რაიმე დახმარება ხალხო? ჰაერზე ეხმარებიან, ჰაერზე… იმ ანეკდოტისა არ იყოს;
ქუთაისში ავტობუსი გაძეძგილია ხალხით და რა ქნას ჭიჭიკიამ? ხომ უნდა გადაიხადოს მგზავრობის ფული 5 კაპიკი? არადა ათი კაპიკიანი აქვს მარტო. მძღოლამდე ვერ მიაღწევს, უკანა კარიდან უნდა ჩავიდეს. ჰოდა, კარგად მოიფიქრა. ჩავიდა და სარკეში დაანახა მძღოლს 10 კაპიკი. 🙂 მძღოლი დაფაცურდა და სარკეშივე 5 კაპიკი აჩვენა, ანუ ხურდა დაუბრუნა… ჰოდა ასე ჯიგრულად და გემრიელად არიგებენ ეგენიც დახმარებებს. თქვენ კიიი, დამესიეთ ახლა მე და გამპუტეთ სიმართლისათვის”

  •  
  •  

კომენტარი

  1. 🇬🇪

    ჩვენი სახელმწიფო 30 წელია ჩამოყალიბდა დიქტატორულ ორგანოდ, რომელიც ძირითადად ხალხის გაყვლეფით არის დაკავებული და ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.
    ამჯერად ამას ბიძინას ასრულებული (ხალხის მტერი) , ქართულ ოცნებად შერქმეული ოცნება განაგრძობს დიდი წარმატებით!!!

  2. ანონიმური

    ყველა როგორ ცდილობს ქულების დაწერას ,შენ თვითონვის დაეხმარე? შენს შვილებს? ხოო დიდო ქველმოქმედო რა კეთილი ხარ.მომბეზრდა ამდენი კეკლუცობა ,ვისაც არ ეზარება ყველა კეთილშობილს თამაშობს,არ გიცნობდე მაინც.

  3. ანონიმური

    როცა რამეს წერთ გადაამოწმეთ ინფორმაცის ერიცხებათ ხალხს და გაიგეთ

  4. ანონიმური

    რა ცუდია როდესაც ამ ქალისნაირი უპასუხისმგებლო ადამიანები, რომელიბიც ვერ ერკვევიან ვერაფერში, გარდა ჭორაობისა და სხვის სახლში ყურებისა ასეთ განცხადებებს აკეტებენ. იმაზე არ დავობს არავინ რომ ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული არის და დახმარება სჭირდება, არც იმაზე რომ ჩვენი ხალხი უკეთეს იმსახურებს მაგრამ ერთი მომენტია აქ:
    თვით დასაქმებული რომელიც ვთქვათ ხელოსანი შოულობდა თვეში 1000-1500 ლარს და არ მითხრათ ეგეთი არ არისო პირადად მყავდა დაქირავებული და რემონტისთვის და 1 და 2 კვირაში აუღუია 1000-1500 ლარი (რათქმაუნდა დამსახურებულად, უკეთეს ქვეყანაში რომ ეცხოვრეა რათქმაუნდა მისი სამუშაო უფრო მეტი ეღირებოდა). რატომ არ რეგისტრირდება გადამხდელად ბევრი ფორმა არსებობს მიკრო, მცირე, ინდმეწარმე და ა.შ. და რატომ არ იხდის გადასახადს რომელიც ბევრად ნაკლებია, როდესაც სახელმწიფოთუ კერძო სექტორში მომუშავე, რომელსაც აქვს 1000 და 800 და 1500 ლარი იხდის თავის კუთვნილ გადასახადს. ძალიან ბერ რეგისტრირებულ ადამიანს აქვს ნაკლები შემოსავალი ვიდრე არარეგისტრირებულს და ეს არ არის უსამართლობა? (რათმაუნდა მხარდაჭერა და მეტი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ჩვენ მოქალაქეებს)

    1. ანონიმური

      amxela kleoba dacere da daamtkice ro bidzinas mona gaunatlebeli regvenixar

  5. ანონიმური

    weliwadchi cheidleba ori an sami bina gaaremontos chenairi umaduri fulianis da isic ginda mtavrobas mices jipebistvis da komfortistvis vai chen patrons siro

    1. ანონიმური

      Da vinc ixdis imis gadaxdili gadasaxadit unda mogcen Shen to elic at ixdi??????? Esaa samartliani? Am imqzea ar aria saubari ROM gachirvebulebi ar arian, unda davexmarot magram registirebac sachiroa, daraji romlis xelfasi aris 300-500 RAS izaxi ROM amaze Mets ver shiulobs xelosani?

  6. Mamu

    AR dauricxiat hemtvis samsaxuri davkarge damatkueben. Jer maisis bolos axla ivnisis bolos o hemtavad vinc itkuebodes d. H. Da vinc magas idaxis tkuilad daarigeso lmis d. H.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.