“ეს არ იყო ფარული ჩანაწერი” – რა მოხდა სინამდვილეში საპატრიარქოში? – პირველი კომენტარი

ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ანდრია ჯაღმაიძემ სიცრუეში დაადანაშაულა ანდრია სარია და აღნიშნა, რომ ის 12 თებრვლის ეთერშიც არ ასახელებს კონკრეტულ მღვდელმთავარს, რომელმაც სავარაუდოდ სქესობრივი კავშირი ერთ-ერთ მონაზონთან დაამყარა.

„ანდრია სარიას 12 თებერვლის ეთერი ტელევიზია „მთავარში“ იყო მორიგი ცილისწამება.

შევახსენებ დაინტერესებულ მკითხველს, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება მოჰყვა, კომისიის მიერ მისთვის მიცემული შენიშვნის არგათვალისწინებას. სინოდალური კომისიის მიერ მას მიეცა გაფრთხილება, რომ საჯარო შეურაცხყოფებისა და ჭორებზე აგებული ბრალდებებისაგან თავი შეეკავებინა.

ამის ნაცვლად მან, რამდენიმე დღეშივე შენიშვნის სრული უგულებელყოფით გააგრძელა საჯარო ცილისწამებები, და სწორედ ამის გამო მოხდა მისთვის მსახურების შეჩერება.

მას არც კომისიაზე დაუსახელებია და წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი და როგორც ვნახეთ 12 თებერვლის ეთერშიც არ დააკონკრეტა, თუ რომელ მღვდელმთავარს გულისხმობს თავის ბრალდებაში. ეს ფარული ჩანაწერი არ ყოფილა, უფლება ჩვენ მივეცით.

ასეთი სახის ქმედებები, რაც ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი გახდა, წარმოადგენს საეკლესიო წესების უხეშ დარღვევას, და ემსახურება მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციას“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარიას თქმით, ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა და ეს ფარული ჩანაწერიც გადასცა.

მამა ანდრია სარია ყვება, რომ ბერი ეპისკოპოსის მძღოლი იყო. ეს ამბავი ბერმა პატრიარქს უამბო და მეუფის განკვეთა მოითხოვა. ის ერთ კვირაში დაიბარეს და თავად მას უთხრეს, რომ შეეძლო საპატრიარქო დაეტოვებინა. ის ახლა ერის კაცია და საბურთალოზე, ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობს.

სარიამ ამ თემაზე მეუფე შიოსთან ისაუბრა, თუმცა არც მეუფე შიომ და არც სხვა მღვდელმსახურებმა მისი მოსმენა არ ისურვეს. ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ანდრია სარია დაიბარეს სხდომაზე და მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შენიშვნა მისცეს. სხდომაზე კი, სარია მოითხოვდა ეპისკოპოსის მღვდელმსახურების შეჩერებას. მისი თქმით, მას შეუჩერეს ამ ამბიდან ერთ კვირაში მღვდელმსახურება.

მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდანაც გაათავისუფლეს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო.

გაზიარება:

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამ დაჯღანიძეს გაახსენეთ მისი დანჯღრეული ჟიგული და ლენინგრადი… ეს კაზიოლი ეს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.