„ეს არ არის მეორე ტალღა“ – თენგიზ ცერცვაძე მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მესტიაში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს:

„დრო და დრო ასეთი კერები საქართველოში გაჩნდება, რადგან ჩვენ თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო მიმოსვლას, სხვა ყველა შეზღუდვა ქვეყნის შიგნით მოხსნილია, სრული მასშტაბით მიმდინარეობს, როგორც შიდა ტურიზმი, ისე ბიზნესი. მე ვერ ვხედავ ამაში საგანგაშოს, ზუსტად ასე იყო გავრცელება ყარაჯალაში და გარდაბნის რაიონში, ეს ინციდენტი ერთ კვირაში ამოიწურა.

ეს არ არის მეორე ტალღა, ეს არის ლოკალური შემთხვევა. რატომ არის ჩვენი ქვეყანა წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში? – როგორც კი გამოჩნდება ასეთი კერა, მყისიერი რეაგირება ხდება. ასე ჩაიკეტა ორი კვირის წინ ყარაჯალა, მანამდე მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო და შემდეგ გაიხსნა. როცა ასეთი ჯგუფური შემთხვევა ფიქსირდება, ის უნდა ჩაიკეტოს, რათა მთელი მოსახლეობა გამოიკვლიოს”.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მაქსიმალურადუნდა დავიცვათ რეკომენდაციები

  2. ანონიმური

    არ უნდა ჩვაყაროთ ჩვენი ექიმების შრომა წყალში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.