ეს არის სისულელე! “ოცნება” ამას ვერ გაბედავს, ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში ან კუბაშიც არ მოხდება – რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „2020NEWS“-თან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, განცხადებას,  ოპოზიციისთვის პარტიული დაფინანსებების შეწყვეტისა  და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან ჩახსნის თაობაზე, პასუხობს

-ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს. ამისათვის გამბედაობა არ ეყოფათ, რადგან ეს არის პირდაპირი რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რასაც  ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება. კანონს ვერ ექნება უკუქმედების ძალა და შესაბამისად, ვერ განხორციელდება. დიდი უგუნურობაა ხელისუფლების მხრიდან, მსგავსი მცდელობები, თუმცა, როდესაც ყველა ინსტიტუტი უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ, სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.

„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს იმ უფლებას უზღუდავს, რომ პარტიები დააფინანსონ. მათ რა გონიათ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“ აფინანსებს?! არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

არც ბიძინა ივანიშვილის კეთილი გულისა და მოწყალების დამსახურება არ არის პარტიების დაფინანსება, ეს  ქართველი ხალხის დამსახურებაა! საზოგადოება აფინანსებს პარტიებს, რადგან არ გაიყიდონ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და დაიცვან ამომრჩევლის ინტერესები ხელისუფლებასთან, რათა მათ ყველაფერი არ მიითვისონ. 

ოპოზიციური პარტიები დაბალანსებელი ძალაა ყველგან და დემაგოგიური მიბმა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან, არასწორია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ შეწყვეტილი.

ეს არის შანტაჟი, ან დაყოლიება, მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად, ან პირიქით, ისინი ცდილობენ, რომ ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩაშალონ. მგონი, მათ ერთპარტიული პარლამენტის მიღება სურთ. იმდენსაც ვერ ხვდებიან და ვერ აზროვნებენ, თუ სადამდე მიიყვანს ქვეყანას „ქართული ოცნების“  პარლამენტი.

ეს არის სისულელე! არასერიოზულობა… ეს არ მოხდება დამიჯერეთ. ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში ან კუბაშიც არ მოხდება, გამორიცხულია. „ქართული ოცნება“ ამას ვერ მოახერხებს. ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციიდან ვერ მოხსნის.

  •  
  •  

9 Comments

  1. sos

    საერთაშორისო შეთანხმების დონეზე რომ მიიღონ,მაშინ რას იტყვი? მოლაპარაკებები ექნებათ ალბათ სხვებთანაც აბა ისე ხომ არ მოიხსნება .

  2. ანონიმური

    ნაცებო დედა გეტყვნებათ.

  3. ანონიმური

    ნაცების რა მოგახსენო,მაგრამ ტყვნბ-ა გაზაფხულზე დაითვალე.

  4. ანონიმური

    Ქართველი ხალხი რავა ყველას მეწველი ნახირი ჰგონია. Თავად ფეხზე იკიდებთ და თქვენ რატომ უნდა გარჩინონ?!

  5. ანონიმური

    გოცირიკა ყლეო, ვერ ხვდები , რომ ოცნება, ერთ ნაბიჯსაც
    არა დგავს, დასავლეთთან კონსულტაციის გარეშე?

  6. ტროლები თქვე საცოდავო გვამებო

    ადმინ რა არ მოგწონს მეორე კომენტარი დავდე და ორივეჯერ მწერ ცოტა მოუკელიო, რატომ მარტო ტროლებმა უნდა წერონ, იგინონ?

  7. !!!!

    ზუსტად რომ უნდა გაქრეთ ქართველი ხალხის კისერზე როდემდე უნდა იყოთ სისხლისმსმელებო !!!

  8. Shpiki

    მასეთი რამე მართლა არხდება მსოფლიოში ქვეყნის გაყიდვისთვის და განადგურებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდე

  9. Papa

    მეც მაგას მიწერს ბევრა აკომენტარები პირველივე კომენტარზე მარა ხალხის აზრი მაგით არ შეიცვლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.