„ეს არის მორიგი სახელისუფლებო მავნებლობა!“ – ანალიტიკოსი ბაკურიანში ბინების გაქირავების აკრძალვაზე

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსთვის სტუმრების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც გამზარდია თავის პოსტში აღნიშნავს, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი მავნებლობა იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ სამცხე ჯავახეთში ინფიცირების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია “ქართული ოცნების” კოვიდ სტატისტიკის მიხედვითაც კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს და შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.

თუ ეს ინფორმაცია მართალია და სავარაუდოდ, მართალია, ეს არის მორიგი სახელისუფლებო მავნებლობა. არანაირი საფუძველი, არანაირი რაციონალური არგუმენტი არ არსებობს ამგვარი გადაწყვეტილებისათვის, თუმცა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბოლომდე შეავიწროვოს მოქალაქეები.” – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულულია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროებს ოთახების გაქირავება აუკრძალეს, ხოლო დამქირავებლებს ბინების დაცლა მოსთხოვეს.

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    იჩივლეთ ხალხო ერთად და ზარალი გადაახდევინეთ.

  2. ანონიმური

    იყვირეთ ქალებო და ვიყვირებ მეც, იყვირეთ ხალხო იყვირეთ…. ესმით მერე, არ ესმით, არაააა…..

  3. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

  4. ანონიმური

    ესენი მანამ არ მოუხმობენ ჭკუას, თუ რა თქმა უნდა საერთოდ აქვთ მათ ჭკუა, სანამ ეს ხალხი ქვეყანას არ დაცლის მათთგან.

  5. ანონიმური

    და მიშა რო ყოფილიყო ნეტა რას იზავდა ამ კორონას დროს ჰა?!

  6. ანონიმური

    სასტუმრობეს თუ ევრ აქირავებენ მათ რატომ უნდა გააქირაონ? წითელი კოჭები არიან ? თ აცრილები არიან ეგენი კორონაზე

  7. ანონიმური

    kanoni yvelastvis ertnairad moqmedebs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.