“ეს არის გეგმა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს რეალურ შანსს არჩევანი გააკეთოს საქმის მკეთებელთა და “ფულის მკეთებელ” გუნდს შორის” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა 30 დღიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რის გაკეთებას აპირებს გამარჯვებისთანავე პოლიტიკური მოძრაობა. ვაშაძის შეფასებით, ეს არის   უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც საქართველის თითოეულ მოქალაქეს მისცემს რეალურ შანსს არჩევანი გააკეთოს “ფულის მკეთებელთა” და   საქმის მკეთებელ გუნდს შორის.

” დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გეგმა წარმოვადგინეთ. საქართველის თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი გააკეთოს  “ფულის მკეთებელთა” გუნდი აგრძელებს ქვეყნის მართვას თუ საქმის მკეთებლები მოვდივართ ხელისუფლებაში. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა თუ რას ვაპირებთ გამარჯვებისთანავე. 
1. მაღალპროცენტიან სესხთან დაკავშირებით გადავდგამთ მყისიერ ნაბიჯებს, კერძოდ, როგორიცაა საპენსიო სესხების პროცენტის ჩამოწერა, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის, ვინც სამსახური დატოვა მათთვის სესხის პროცენტის სუფსიდირება გამოყოფილი 5 მლრდ- დან 500 მილიონით; 
2. მყისიერად წამლების 30%_ით გაიაფების პროცესის დაწყება
3.   მინიმუმ  20 000 -30 000 ტესტი ყოველდღიურად იმისთვის, რომ სწრაფი ლოკალიზება მოვახდინოთ კორონავირუსის, გავხსნათ ეკონომიკა და მუშაობა დავიწყოთ. კორონა ვირუსთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს აქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა, ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის გასაკეთებელი.მზად ვართ მოვიდეთ და მუშაობა დავიწყოთ აღმშენებლობის თვის, ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ვაშაძე მეტისმეტად აცუნდრუკდა. უკვე ისტერიკაში გადაუვიდა- მე ვიქნები პრემიერი, მეეე. ყვირის ბოლო ხმაზე! ეს და ტაკო ერთად… მიდი და უსმინე!

  2. სტატუს ქუო

    თანდათან ისახება,რომ ვაშაძეები(გრიშა და ეს) დიდი ყლეები არიან.

  3. url

    I loved as much as you’ll receive carried out right here.
    The sketch is tasteful, your authored subject
    matter stylish. nonetheless, you command get got an edginess over that you wish be delivering the following.
    unwell unquestionably come more formerly again as exactly the same nearly very often inside case you shield this increase.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.