ერთ-ერთი არასრულწლოვანი ლამის თვის შემდეგ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე! – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკევებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ გლდანის ციხიდან ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა:

„მოგეხსენებათ, რომ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე გამოძიება მიმდინარეობს და დანიშნული არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ განგვიცხადეს, რომ ექსპერტებმა გამოთქვეს სურვილი მოხდეს დაკავებულის ვიზუალური დათვალიერება, ხომ არ აღენიშნება მას რაიმე დაზიანება ან კვალი, რომელიც შესაძლოა მიიღო იქ ხიდთან მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

როგორც მოგახსენებთ, ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ ყველანაირ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან, მზად ვართ, რომ ასევე ამ ექსპერტიზის შემოწმებაზეც მივიღოთ მონაწილეობა.

შესაბამისად ვაძლევთ უფლებას, რომ დაათვალიეროს ექსპერტმა ზ.ხ და შემდეგომ უკვე ხელი შევუწყოთ ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას, რასაც დღეს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ჩემი ინფორმაციით და როგორც, მე ზ.ხ-მ განმიცხადა, მას არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია 19 ივნისს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში, არ უჩხუბია და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მას აქედან მიღებული დაზიანებები არ აქვს“

შეგახსენებთ, ტრაგედია 18-19 ივნისის ღამეს დატრიალდა, დღეს კი უკვე 16 ივლისია, თითქმი ერთი თვე გავიდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    აფსუს ლამაზო სიცოცხლევ, როგორ შეგიწირეს ტურებმა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.