“ერთ აბანოში 900 კაცი შედის, აქ ვირუსი ყველას შეგვხვდება, გვითხარით, რა გველის” – წერილი ციხიდან

წერილი, მე-17 დაწესებულებიდან, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ და მართლია, იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, ციხეებში არ არის ინფიცირების შემთხვევებიო, მაგრამ არაერთ კოვიდსაავადმყოფოსთან, პენიტენციური სამსახურის მანქანა და დაცვა დგას იარაღით, ვიკითხეთ, ვინ მოიყვანეს და გვითხრეს, რომ ინფიცირებული პატიმარი.

წერილი ციხიდან:

მოგესალმებით

მე N:17 დაწასებულებაში მყოფი, გელა მაიოროვი ვარ.

პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას,

ეს დღეებია ინტენსიურად გაედინება ინფორმაცია, თითქოს პატიმართა კატეგორიას კორონა ვირუსი დაუდგინდა, ჩვენ ნამდვილად ვერ დავადასტურებთ ამ ფაქტს და ვერც ვუარყოფთ, რადგან ჩვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია.

ჩვენ და ჩვენ ოჯახებს, სხვა რამ გვაინტერესებს:

მაგალითად ვირუსი, რომ დაფიქსირდეს რეალურად რა ღონისძიებებს გაატარებს სახელმწიფო,

სად გადაიყვანს ათასობით პატიმარს,

მერწმუნეთ ელვის სისწრაფით მოედება, მთელს დაწესებულებას

ვინაიდან აქ ყველაფერი ერთია,

ერთი ტელეფონით დღეში დაახლოებით ორასი პატიმარი სარგებლობს,

ერთ აბანოში ცხრაასი კაცი შედის,

36 კვადრატულში, 14 ადამიანი ცხოვრობს

და ერთი საპირფარეშოთი, 14 ადამიანი სარგებლობს.

ჩვენ თითქმის ყველაფერი ერთი გვაქვს და ვირუსიც ერთი შეგვხვდება,

ამით მხოლოდ ჩვენ კი არ გვემუქრება საფრთხე, არამედ იმ თანამშომლებსაც რომლებიც აქ პატიმრებივით არიან გამოკეტილნი.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ვიმსახურებთ ჩვენ და ჩვენი ოჯახები, ვიცოდეთ თუ რა გველის წინ!

P.S

ჩვენ ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას.”

ჩვენ მკითხველს ემახსოვრება, რომ “ალიას” პენიტენციური სამსახურის პიარი არ პასუხობს, არც მინისტრი წულუკიანი, ბოლოს პენიტენციური სამსახურის პიარმა გვითხრა “სულელად გამოვიყვანეთ და აღარ გვიპასუხებს”!!! რა კომენტარიც მოგვცა, ის დავბეჭდეთ და ჩვენ როგორ გამოვიყვანეთ ან სულელად, ან ჭკვიანად? მას შემდეგ მივმართეთ პენიტენციური სამსახურის გენერალურ ინსპექციასაც არაერთხელ, მაგრამ იქედანაც არავის შეუწუხებია პასუხისთვის თავი.

ამიტომ, ამჯერად, პრემიერ გახარიას მივმართავთ, ბატონო გიორგი, იქნებ, დაინტერესდეთ საკითხით!!!

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    shen rasanaxavi iqnebi abanoshi? gulisareca

  2. ანონიმური

    ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა

  3. ანონიმური

    დარწმუნებული ვარ მიიღებენ შესაბამისს ზომებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.