ერთი ნაგვის ბუნკერი თბილისის მერიას 31.7 ათასი ლარი უჯდება

ჭავჭავაძის გამზირზე გასათავსებელ მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერებში თბილისის მერია 1 585 000 ლარის გადახდას აპირებს, აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა.

საერთო ჯამში, თბილისის მერია 50 კონტეინერის შეძენას გეგმავს, შესაბამისად, თითოეულის ფასი 31 700 ლარს უტოლდება. კონტეინერების მოცულობა 3 კუბური მეტრი უნდა იყოს.

შესყიდვა 21 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებები 18 მარტიდან მიიღება და 25 მარტს დასრულდება.

კონტეინერების მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ოჰო რა ფული მოტყდება

  2. გიორგი

    ესეთ ძვირფას კონტეინერებში ნაგავიც ძვირფასი უნდა ჩაყაროთ, ოქროს კოლოფებში შეფუთული!?!?!?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.