“ერთი იყო წაქცეული, ალყაში მოაქციეს, 8 ადამიანი სცემდა” – რა მოჰყვა იაკობ ბრეგვაძემ?

3 საათნახევრინი დაკითხვის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ ოქროს მოწმემ სხდომათა დარბაზი დატოვა. იაკობ ბრეგვაძეს დეტალებზე არ უსაუბრია.

“ბევრი შეკითხვა იყო და ყველა კითხვას გავეცი პასუხი. კონკრეტულად კითხვა-პასუხს ვერ გეტყვით. რატომ არ მოვუყევი პოლიციას დეტალურად ინფორმაცია, ეს არასწორი შეკითხვაა,”- განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილი განმარტავს, რა განაცხადა ფოტოგრაფმა ჩხუბის დეტალებზე.

„ბრეგვაძემ დაინახა, რომ ერთი პიროვნება იყო წაქცეული, იმ მომენტში იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ალყაში მოიქციესო, ასე განმარტა. მოწმის თქმით, რვავე პიროვნება ჩართული იყო ჩხუბში და იქნევდნენ ხელებს და ფეხებს. კონკრეტული პიროვნება სახელით და გვარით არ დაუსახელებია, თუმცა, დააკონკრეტა რამდენჯერმე, რომ ჩხუბში რვავე პირი იყო ჩართული, იქნევდნენ ხელებს და ფეხებს და ალყაში ჰყავდათ ერთი პირი. ვინაიდან მან შენობას შეაფარა თავი, დაზიანებული პიროვნება არ უნახავს“, – განმარტავს პროკურორი.

პროკურორის განცხადებით, “მერსედესის” ინციდენტის დროს, პირი, რომელმაც ხელში ქვა აიღო – არასრულწლოვანი ნ.ქ იყო.

ადვოკატი ირმა ჭკადუას განცხადებით, მოწმეს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები, რადგან არ იცის იმ პირების ვინაობა, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ. იაკობ ბრეგვაძემ 18 ივნისის ღამე გაიხსენა. კითხვები ჰქონდა ორივე მხარეს.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ფაქტია რომ დაუსჯელი არავინა რ დარჩება

  2. ანონიმური

    იმედია მალე გაიკრვევა სიმართლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.