“ერთი თხოვნა მექნება მედიასთან, ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ”

ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გმომდინარე.
არ გთხოვთ პატიებას,თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით.ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი.
უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა!!!
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალეს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები.
მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში.
ბოდიშს გიხდით კატეგორიულობისთვის!!!”

შეგახსენებთ, ზურაბ თოდუა მიხეილ კალანდიას ადვოკატია.

ასევე, როგორც „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იგი ასწავლიდა მირზა სუბელიანსა და ბორის კაკუბავას ერთ-ერთ შვილს და მეგობრობს კაკუბავას მეორე შვილთან.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.