“ერთად გვეძინა, დედა იყო ჩემი, ბებია არა…”

მარიამ გეგუჩაძე, სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი, ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.

მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.

ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.

პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს- რამიშვილის 35 ბ. 12 სართული .

ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვიზიარებ, ჩემო კარგო!

    1. ანონიმური

      Viziareb vici ras nishnavs mshoblis dakargva enit aucereli tkivili romelic mteli cxovreba gemaxsovreba

  2. cisana

    viziareb chemo kargo natelshi iyos misi suli amin shenki gamdzleobaaaa

  3. ანონიმური

    viziareb hemo kargo natelhi amyofos misi suli ufalma

  4. Lia

    Gmertma natelshi amkofa misi suli viziareb

  5. kiki

    Viziareb gmertma natelshi amyofos misi suli dzalian dznelia aseti axlobeli dadzvirfasi adamianis dakargva magram unda gaagrdzelo cxovreba mis sulsac xom sheni kargad yofna gauxardeba

  6. ანონიმური

    ვიზიარებ ბებოს კარგო გოგო!

  7. ანონიმური

    ვიზიარებ თქვენს მწუხარებას

  8. მანანა

    ვიზიარებ თქვენს მწუხარებას უფალს ებარებოდეს

  9. ანონიმური

    უფალამა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი შენს ბებიას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.