“ენდიაის” საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (ენდიაი) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ენდიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.

ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.