ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრე აზულემ ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკო-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს 2015 წლის 22 იანვარს პარიზში მიენიჭა და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველი ხელოვანი საქართველოდან.

იუნესკო-ს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    სულით და ხორცით მახინჯი

  2. ანონიმური

    ეს ქათამი იქით რომ წაიყვანონ და დაიტოვონ, ვერაა???

  3. მედეა

    სახელგანთქმულ ქართველს მოფერება უნდა,ღმერთმა გვიმრავლოს სახელგანთქმულები,გილოცავთ და გაიხარეთ!

  4. ანონიმური

    ამ ქალმა ერთ წუთში დაკარგა სახელი,პატივი,ღირსება და ადამიანობა,პარლამენტში მომჯდარმა რომ დაგვამუნათა,აფრიკელებზე კარგად ცხოვრობთ და ბედნიერები უნდა იყოთ ომი რო არა გაქვთო,მადლობა ბატონ ბიძინისო,რომელსაც მე არ ვიცნობო,მაგრამ ჩემი ქმარი და მისი ძმა ბიზნესპარტნიორები არიანო!რას ფიქრობთ ქართველებო,რატომ იწმინდავს ჩვენზე ფეხებს ყველა,ვისაც არ ეზარება,შინაური თუ გარეული?იქნებ მართლა ღირსები ვართ ჰაა???

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.