ელისაშვილი “ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს მართავს?

“მთავარი არხის” მტკიცებით, ალეკო ელისაშვილი “ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს მართავს. 

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი, მას დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, კონსულტაციები მხოლოდ “გირჩთან” აქვთ, ისიც ტექნიკური ხასიათის. 

“არავისთან მოლაპარაკებები ცალკე ჩვენ არ გვაქვს. დამოუკიდებლად არავისთან გვქონია. თუ გადაწყვეტთ ვინმესთან საუბარს, ამას გავაკეთებთ საჯაროდ. მე ვთქვი, რომ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვალ გირჩის ერთ ნაწილთან და შეეხება კონკრეტულ თემას. მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს 8-10 სამაჟორიტარო ოლქი. მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმებით, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას”, – თქვა იოსელიანმა.

მოლაპარაკებებს “ოცნებაშიც” უარყოფენ. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი შეთავაზება აქვს ოპოზიციასთან – შევიდეს პარლამენტში.

“ეს არის ძალზედ მოკლევადიანი და მე ვერც დავარქმევ ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება”, – თქვა გიორგი გახარიას.

თავის მხრივ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საპარლამენტო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს. 

“ოცნების” ხერხი იგივეა, რაც აქამდე – ცდილობენ, პარლამენტს ჰქონდეს ლეგიტიმაცია. მინდა, შევახსენო ბატონ ალექსანდრეს და ყველას, ვინც ახლა მმართველ გუნდს დაფარულად ესაუბრება, რომ 2-3-4 ადამიანის შესვლა პარლამენტში “ოცნების” რიგების გაძლიერება იქნება და არა ოპოზიციის შესვლა”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    არ ჩაიჯვა ალეკოოოოო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.