„ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მარნეულიდან – ამის დაწერა თუ მომიწევდა, არ მეგონა”

სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი გოგონა სევა კარაევა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

“გამარჯობა, მეგობრებო,

მე ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მარნეულიდან. ასეთი სტატუსის დაწერა თუ მომიწევდა ამ ისედაც რთულ პერიოდში, არ მეგონა.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენი ქსენოფობიური კომენტარი თუ სტატუსი წავიკითხე, „მარნეულელობა“ და „აზერბაიჯანელობა“ (ან არა, ძირითადად უფრო „თათრებს“ გვეძახიან, ამაზე კომენტარს აქ არ გავაკეთებ) დანაშაულად აქციეს.

ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად დავწერო რამდენიმე საკითხზე (რაც მეგონა ისედაც გასაგები იყო):

1. მარნეული-საქართველოა;

2. მარნეული მრავალეთნიკური რეგიონია, სადაც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები;

3. საქართველო ჩვენი სამშობლოა, რომელიც ძალიან გვიყვარს, რომელზეც ვზრუნავთ და „სხვა“ სამშობლო, სადაც გვიშვებთ, არ გვაქვს;

4. მარნეულში ცხოვრობს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის განვითარებაში და მშვენივრად ფლობს სახელმწიფო ენას (თუმცა, მედიაში მარნეული, რატომღაც, ძირითად მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტშია გაშუქებული);

5. ქართული ენის მიმართ აქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ „აგდებული“ დამოკიდებულება. მერწმუნეთ, სახელმწიფო ენის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ბევრი საინფორმაციო შეხვედრა ჩამიტარებია ამ თემაზე. თუ რატომ არ ფლობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები სახელმწიფო ენას – ეს ის საკითხია, რომლის უკან იმდენი პოლიტიკური თუ სოციალური ასპექტია, ერთ სტატუსში რომ ვერ დაატევ;

6. არიან უპასუხისმგებლო და არაიმფორმირებული ადამიანები, სამწუხაროდ ყველგან;

7. კრიზისულ დროს უნდა ვიყოთ ორიენტირებული პრობლების მოგვარებაზე და არა „დამნაშავეების“ ძებნაზე.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ ბევრ ნეგატივთან ერთად, რამდენიმე იმედისმომცემი სტატუსიც წავიკითხე. იმედის, რომ ოდესღაც შევძლებთ ერთად, დამადლებული ტოლერანტობის გარეშე, ვიცხოვროთ და გვეყვარება ერთმანეთი.

ჯანმრთელობას გისურვებთ”

PIA.GE

  •  
  •  

კომენტარი

  1. ზაზა კორძახია

    მტლიანობაში ტკვენი ხალხი მე ყველა დანარჩენ მეზობლებისგან განსხვავებიტ მიყვარს არარიან ვირეშმაკები,წესიერი ხალხის ჩტაბეჭდილებას ტოვებენ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი კლასში მრავალ ფეროვნება იყო ეხლაც მყავს ტატარი ძმაკაცი არ წყინს ტატარს რო ვეძახი ეღიმება კარგი ადამიანია ბავშვობიდან ერტატ ვარტ ის ბაკოშია მე ტბილისში აკ ჯიშს მნიშნელობა არ მეგონა მაგრამ ესეა კაცი ვიყავი ეს რო დავინახე ძაან ცუდი რამე მოხტა ღალატი არა კაცობა სისასტიკე რაც არუნდა ყოფილიყო ჩვენს შორის,ბევრი დრო გავიდა ,მწარეტ მახსოვს ეგენიც მყავდენ კლასში ის ურტიერტობა აღარამაკ სისხლს და ჯიშს აკ მნიშნელობა ესე ეს კარგი გოგო ჩანხარ სევა ტავს გაუფტხილდი და ჯამტელატ იყავი

  2. ანონიმური

    Chemo gogo guls nu gaitex dzalian gtxov es yvelaferi gadaivlis da chven yvelani ertad vicxovrebt da ertad avashenebt bednier qveyanas yuradgebas nu miaqcevt zogierti xistaviani vitom patrioti qartvelebis komentarebs eg dgevandeli uniato mtsvrobis botebi da trolebia romlebic cdiloben shugli gaagvivon xalxs shoris dzalian gviyvarxart da pativs gcemt es minda icodet

  3. mushni zarandia

    Chemo gogo guls nu gaitex dzalian gtxov es yvelaferi gadaivlis da chven yvelani ertad vicxovrebt da ertad avashenebt bednier qveyanas yuradgebas nu miaqcevt zogierti xistaviani vitom patrioti qartvelebis komentarebs eg dgevandeli uniato mtsvrobis botebi da trolebia romlebic cdiloben shugli gaagvivon xalxs shoris dzalian gviyvarxart da pativs gcemt es minda icodet

  4. ანონიმური

    გასაგებია რომ გწყინთ და საწყენიც არის, ამბობთ რომ საქარათველოს მოქალაქე ბრძანდებით და გიყვართ ეს ქვეყანა, მაშინ მაქვს კითხვა, სად იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები როდესაც დავით გარეჯის უდიდესი ნაწილი ფუკასავით აგვართვა აზერბაიჯანმა? რატომ არ დადექით ქართველების გვერდით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.