“ეთვლებათ მოსწავლეებს განვლილი სემესტრი? ხომ არ აღმოჩნდებიან აკადემიური წლის საშიშროების ქვეშ”

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა მაინტერესებს მეგობრებო, ფორმალურად სამინისტრო არდადეგებს აცხადებს და არა სწავლას, ამიტომ თავისთავად დავინტერესდი, თუ ეთვლებათ მოსწავლეებს განვლილი სემესტრი და ხომ არ აღმოჩნდებიან აკადემიური წლის საშიშროების ქვეშ, მითუმეტეს, რომ, მაგალითად ჩემს შვილს 149-ე საჯარო სკოლაში, ინტენსიური სწავლება აქვს დისტანციურად, გაკვეთილებიც უტარდება, დავალებებიც აქვს, უკუკავშირიც და ა.შ. სრულფასოვნად. მასწავლებლების და მოსწავლეების წყალობით სემესტრის ბოლოს საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება, რომ შემდეგ კლასში გადავიდნენ ბავშვები და სემესტრი ჩაეთვალოთ.

რა პოზიცია აქვს განათლების სამინისტროს ამასთან დაკავშირებით – ეთვლებათ ეს სემესტრი და სწავლა მოსწავლეებს თუ სასწავლო რეჟიმი შენდგარია კონკრეტულ სკოლაში თუ კონკრეტულ კლასში?

იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო გონივრულად მიუდგება ამ საკითხს და იმ სკოლებს თუ კლასებს, რომლებიც სასწავლო პროცესს აქტიურად წარმართავენ, ჩვეულებრივ ჩაუთვლიან სასწავლო სემესტრს დასრულებულად.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.