“ევროპული საქართველოს” წევრები “ლელოში” გადადიან? – “შუაზე გავხეულვარ და არ დაუნახავთ…”

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, ნათია მანჯგალაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვამაყობ რომ ვიყავი უმაღლესი ინტელექტის, სულიერების, ადამიანობის მქონე გუნდის წევრი, ვამაყობ, რომ მყავდა Nino Imedashvili ნაირი ხელმძღვანელი, მისი თანადგობა, დარიგება, შრომის დაფასება ჩემთვის უდიდეს განძად იქცა და ამ განძს მთელი ცხოვრების მანძილზე ვატარებ თან. ვამაყობ იმ ადამიანებით ვის გვერდითაც ვიდექი რუსთავის ორგანიზაცია / ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის 2017 წლიდან დაარსების დღიდან

თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება გარდატეხის პერიოდი, ყველას გვაქვს საკუთარი სიმპატია და ანტიპატია, ამბიცია და მიზანდასახულობა, ჩემი მიზანდასახულობა და შრომის-უნარიანობა არაერთხელ დამიმიტკიცებია, არაერთხელ ,,გავხეულვარ,, შუაზე და საქმე მიმიყვანია ბოლომდე. თუმცა ვერავის გამო ვერ დავკარგავ დროს უქმად და ვერც იდეალებისთვის ვერ ვიბრძოლებ, მაშინ როდესაც ეს იდეალები პრიორიტეტად შენს გაწეულ საქმეს არ ხედავს და გვერდზე გწევს იმიტომ, რომ საკუთარი მიზანი აქვს.

მე მყვანან საკუთარი იდეალები – ესენი ჩემი შვილები არიან! მათ გამო ვარ ვალდებული ვიბრძოლო ამქვეყნის მომავალზე და ვიზრუნო! ამათ გამო ვარ ვალდებული საკუთარ პერსპექტივაზე ვიზრუნო, სამომავლო პრიორიტეტები მათ კეთილდღეობაზე ისახება!

ამათ გამო იძულებული ვარ და უნდა შევძლო ღირსეულ გუნდთან გვერდში დგომით ამ ქალაქის მომავალზე ვიფიქრო და ეს გუნდი დღეს ლელო საქართველოსთვის – წევრები არიან ყველას გისურვებთ წარმატებას ვინც კი დაინტერესებულია დღევანდელი მთავრობის დამარცხებაში, და არა მხოლოდ საკუთარი კარიერის მოწყობაში”

ნათია მანჯგალაძე 2017- მთავარი კოორდინატორი და აგიტატორი იყო,
2018 წელს კი – ოლქის უფროსი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    yvela erTInagavia mainc leleoc da evropelebic

  2. Dato

    Nu chamt ertmanets adgilebistvis kargat ro mokalatdet amistvis ras ar kadrulobt mara saqartvelos momavali su pexebze gkidiat

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.