დღის ვიდეო – 82 წლის ბებო ქარელიდან გორში შვილთან ფეხით მიდიოდა, როცა პატრულმა გააჩერა

პატრულმა ავტობანზე, გზის გვერდულზე მდგომი ბებო შენიშნა. აღმოჩნდა, რომ 82 წლის ქალი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო გორში მცხოვრებ შვილთან და შვილიშვილთან ქარელიდან ფეხით მიდიოდა.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას პირბადე მისცეს, რის შემდეგაც სამსახურეობრივი ავტომობილით მოხუცი ქალბატონი გორში, შვილთან წაიყვანეს.

Posted by ახალი ამბები on პარასკევი, 27 მარტი, 2020


წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ქარელიდან გორში ფეხით,82 წლის ბებო! ესე იგი, 18 კილომეტრს ჩვეულებრივად გაივლის.ინახულებს შვილებს,შვილიშვილებს.იქაც უსაქმოდ ხომ არ გაჩერდება?ცოტას დაეხმარება საოჯახო საქმეებში. 🙂 მერე უკან ხომ დაბრუნდება? ესეც შენი 36 კილომეტრი. ეს ჩვენი კოსმონავტი ბებო კიდევ 82 წელიწადს რომ იცოცხლებს,ამას წყალი არ გაუვა და ზაჰესს არ შეუერთდება.მთავარია,ტრასაზე იყოს ფრთხილად,ათასი გიჟი დადის. 🙂 მადლობა პატრულებს.დღეს მისი მადლი მოისხით.:)

  2. aleqsandre Sengelia

    პატრული ამჯერად პატრონი და მზრუნველი აღმოჩნდა მოხუცი ქალისა. მადლობა და მადლიერება ასეთ პატრულს! ALEKO ALEKO 3

  3. ანონიმური

    აშმალახა!

  4. მედეა

    ყოჩაღ, პატრულო! გავახაროთ ნაცები–შევუქოთ პ ა ტ რ უ ლ ი , მეც მრავალჯერ დამხმარებია პატრული და მართლაც წარმატებულად შექმნილი სტრუქტურაა. ძველი გაეშნიკები –“ძაღლებად” მონათლა ხალხმა, პატრულის გინება კი ჯერ არ მსმენია. მადლობა ვანო მერაბიშვილს პატრულის ჩამოყალიბებისთვის. ასევე იმსახურებს მადლობას დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ასე გამართული სისტემის ჩამოყალიბების გამო. ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდობით ლარი მან ს წ ო რ ა დ წარმართა და მსოფლიოც კი გააკვირვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.