„დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია“

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, უარყოფითია ასევე სამი პაციენტის პირველადი ტესტირების პასუხები, რომელბიც მკურნალობას გადიან ინფექციურ კლინიკაში.

„დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება , ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.