დღეს უკვე 8 გარდაცვლილი – კორონავირუსმა კიდევ ერთი პაციენტი იმსხვერპლა

ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ კორონავირუსით 55 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.

კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და მართვიდ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

მას PCR კვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგადაც COVID-19 დადასტურდა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.