“დღეს „ნამბარ ვან“ ყურებადი ტიპი ბაჩანაა, აღარავის ახსოვს თამარი – კინოში ვართ!”

გუშინ “მთავარში” ნიკა გვარამიასთან ლობჟანიძის სტუმრობას ეთნოგრაფი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ეხმიანება სოციალური ქსელით:

“ვუყურე ნიკა გვარამიას ეთერს, ალბათ, ყველაზე მძიმე ეთერია, რაც კი ოდესმე მინახავს ამ ქართულ სივრცეში.

ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა!!! ამას ზოგად კონტექსტში არ ვამბობ. ეს არის კონკრეტული პრობლემა ამ ქვეყნის და მისი მომავალიც ბუნდოვანია, სანამ არ მოწესრიგდება ეს ორი რამ – პროფესიონალიზმი და პასუხსიმგებლობა!!

ამ ეთერის შემდეგ ან მიდიხართ და იჭერთ ამ ვარდისფერ ბიჭს ცისფერი თვალებით და სასწაული ღიმილით და კიდევ უფრო არასტანდარტული საუბრის მანერით, ან
ქირაობთ ჰოლივუდის სცენარისტებს (ოღონდ ქეთი ბოჟიდაროვა არაა, თქვენი ჭირიმე) და იღებთ ფსიქოლოგიურ თრილერს…

ყველაფერი სახეზეა – ბუნდოვანი სიკვდილი, ახალი ტექნოლოგიები, ინფორმაციის ინდუსტრია, პორნო ბავშვთა, ლესბოსური მინიშნებები, ინტრიგა და ლავ სთორი, მედია და ელისო კილაძე ინ ქორპორათიონ. გამომძიებელი მედია, სიმულაციები და რეკონსტრუქციები – ყველა სახის მოდელირება, უბედური მშობლები და ახალ-ახალი პერსონაჟები…

ულამაზესი გოგო და ასევე ლამაზი, სრულიად წარმოუდგენელი პირისახის ვაჟი გულწრფელი თვალების ფახულით და ცნობიერების უცხო ნაკადით.

მე გაფაციცებით ველოდები ამ ბიჭის ყველა გამოჩენას. აქამდე ქართულ რელობაში ასეთი ტიპაჟი არ გამოჩენილა. თან აქვს ცოდნები – პროფესიაში, თან “ჰოლივუდსკი” გარეგნობა. “იღიმება” – ღიმილი აქვს მომაკვდინებელი, პასუხობს ყველა უხერხულ კითხვას, მეტიც თავად უკეთებს ამ კითხვებს პროვოცირებას და ბოლოს , თუ ამ ტიპმა ეს ყველაფერი საკუთარი თავის “მოხოდვისთვის გააკეთა” – ხელებს ავწევ მისი „კაკრაზ“ მანიპულატორობის წინაშე. დანარჩენი ზნეობის თემაა და მოეკითხება…

უფრო მომწონს, ვიდრე არ! ვნახოთ, რა გაირკვევა, თუ გაირკვა, საერთოდ. ფაქტია, დღეს „ნამბარ ვან“ ყურებადი ტიპია. აღარავის ახსოვს თამარი. კინოში ვართ!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ანას შემოვევლე, მონახე ეგ ცისფერთვალება ბიჭი, მიეცი და შენც დაისვენებ და ეგეც ))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.