“დღეს მოსამზადებელი შეხვედრა იქნება”- ალეკო ელისაშვილი არჩილ თალაკვაძეს შეხვდება

საკანონმდებლო ორგანოში “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მმართველ პარტიასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, დღეს მმართველ პარტიასთან “მოსამზადებელი შეხვედრა” იქნება.

ელისაშვილის თქმით, შეთანხმების დადების გარეშე იისნი პარლამენტში არ აპირებენ შესვლას.

“პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებით, არანაირი პირობებით, ჩვენ გვაინტერესებს მათი მზაობა, შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით, რამდენად აქვთ სერიოზული მზაობა. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება”,- აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ. “მოქალაქეების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    შედით, ეხლა იქ ამხიარულეთ ხალხი! ჩაეძინათ ამდენ სიჩუმეში)))

  2. ანონიმური

    dedamotknuli kofilxar

  3. ანონიმური

    ra nadziralac car I’m nadzirlebtan shedixar she kleo

  4. ანონიმური

    იმედია შედგება შეთანხმება

  5. ანონიმური

    დანარჩენი ოპოზიციაც ვალდებულაი შებრძანდეს პარლაემნტში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.