დღეს მიმაჩნია, რომ “ენმ”-ის წარმომადგენლები არიან დაჩაგრულ მდგომარეობაში – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ხვდება:

„მინდა, პირადად მოვისმინო მისგან მისი მდგომარეობის შესახებ. ამ ვიზიტით გამოვხატავ დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ მისი პატიმრობა, წინასწარი პატიმრობა როგორც აღმკვეთი ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, წინასწარი დაკავება ეს არის აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ფორმა. როგორც პატიმრობას, ასევე სხვა ტიპის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას სჭირდება დასაბუთება. კერძოდ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს პროკურატურამ რომ ამ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება არის გარანტი, არ დაიმალება ბრალდებული, არ გაანადგურებს მტკიცებულებას, მოწმეებზე ზემოქმედებას არ მოახდენს და არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. თუ არ არსებობს მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ამ ქმედებებს განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით, მით უმეტეს პატიმრობის გამოყენება არის დაუსაბუთებელი, არამარტო ნიკა მელიას საქმის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

ეს პრაქტიკა არის სამწუხარო და სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში იგივე პრაქტიკას ჰქონდა ადგილი. სამართლებრივი არგუმენტები არის სუსტი, თუმცა პოლიტიკური სურვილები და მიზნები ამ საქმის უკან უფრო მკაფიოდ იკვეთება. ეს ყველაფერი იმ განცხადებებითაც დასტურდება, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის არჩეული პრემიერ-მინისტრიც აკეთებდა. ის, რომ 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ აქციის მონაწილეების, პოლიტიკური ლიდერების მიმართ დადგა პასუხისმგებლობა და არა ძალის გადამეტებით გამოყენების გამო იმ სამართალდამცავების მიმართ, ვინც შეასრულეს ან გასცეს უკანონო ბრძანებები მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანებასთან დაკავშირებით, ასევე წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენებას საქართველოში.

ვერაფერს სამარცხვინოს ვერ ვხედავ, რომ სახალხო დამცველმა დაიცვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მე უფროს ის მიკვირს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან. მერამდენე მოწვევის პარლამენტის წევრია უკვე გია ვოლსკი არ იცის სახალხო დამცველის მანდატი და არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    შე ყლექალა ნაცები რომ ჩაგრავდნენ კლავდნენ და აუპატიურებდნენ სად იყავი შე დედამიჯმულო, შენი გამზრდელი მოტყნა იმ კასტილიანმა რომ არ აპროტესტებდი, 2012 რამდენი ადამიანი დაიჭირეს სანამ არჩევნებს წააგებდნენ და მაშინ სად იყავი, სად იყავი და წაკუზული ყავდი ახალაიებს ქარდავებს ადეიშვილებს და მერაბიშვიულებს, ეგაა სიმართლე

  2. ანონიმური

    ხალხს რომ ეზიზღები ვერ ხვდები შენ დანახვაზე გული გვერევა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.