დღეს კორონავირუსის ინფექციაზე კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.

როგორც მან განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 44 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჯანრმთელობას ვუსურვებ ყველას ! და უარყოფით პასუხს

  2. ანონიმური

    ეს კაცი დაუღალავად შრომობს მიუხედავად იმისა რომ რისკჯგუფს მიეკუთვნება ხალხისთვის აეთებს ყველაფერს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.