დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანელი ვარ და გულით მიყვარს ეს უბანი – ბექა მიქაუტაძე

გლდანის უკვე ყოფილი გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“3 წლის წინ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის – გლდანის გამგებლად დავინიშნე. ეს იყო დიდი გამოწვევა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მომიწია მუშაობა. ცოტა ვნერვიულობდი, ცოტა მეშინოდა კიდეც. დღეს, 3 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანელი ვარ და გულით მიყვარს ეს უბანი და აქ მაცხოვრებელი ჩემი უამრავი მეგობარი. ბევრი გამოწვევა გადავლახეთ გლდანის უმაგრეს გუნდთან ერთად, თუმცა კვლავაც ბევრია გასაკეთებელი. წარმატებებს და ყველა პრობლემის სწრაფად მოგვარებას ვუსურვებ ჩემ მეგობარს, გლდანის ახალ გამგებელს, ლევან ნაროუშვილს.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემ თანამშრომელს და თანამებრძოლს გუნდურობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გულისხმიერებისთვის, ბრძოლისუნარიანობისთვის და სიყვარულისთვის.

ორშაბათიდან კრწანისის რაიონში მივდივარ (მას შემდეგ, რაც საკრებულო მოიწონებს ახალი გამგებლების კანდიდატურებს) და მართალი გითხრათ, აქაც იგივე შეგრძნება მაქვს. ვიცი რომ თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში მომიწევს მუშაობა, სადაც ქალაქური პეწი და სიყვარული უპირველესია. იმედი მაქვს გავუგებთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.