“დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ…” – რას აპირებს ოპოზიცია მე-2 მოსმენაზე?

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:

“ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის. ამასთანავე, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენისას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მთანახმააც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით.

  •  
  •  

კომენტარი

  1. არველოდი

    უშენოდაც მიიღებდნენ ცვლილებებს,ხმის რაოდენობა საკმარისი იყო ისედაც.ნუ იტრაბახებ რა

  2. ანონიმური

    გამომივიდა ეხლა ეს ყ ოვლისშემძლე

  3. ანონიმური

    ამას გონია ამის გარშემო ბრუნავს დედამიწა ამ რეგვენს ამას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.