“დღეს ბანკის თანამშრომლები კრიმინალს მძევლად ჰყავს და პრემიერი გახარია კი, ირწმუნება, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა დაძლეულია” – გიორგი ვაშაძე


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უმძიმესად აფასებს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მიმდინარე კრიმინალურ ფაქტს და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თითული მძევლის უსაფრთხოებაა. ვაშაძე პასუხისმგებლობას მოქმედ მთავრობას აკისრებს და მომხდარს სისტემის ჩამოშლას უკავშირებს. პარტიის ლიდერის განცხადებით, 31ოქტომბერს სისტემა უნდა შეიცვალოს და ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობას გამარჯვების შემდეგ თავად აიღებს.


“უმძიმესი მდგომარეობაა და ამ ეტაპზე, უპირველესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ იქნას თითოეული მძევალი გამოყვანილი. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი უწყება ბოლომდე ჩამოიშალა. ესენი არჩევნებისთვის გადართულები არიან და ქვეყანაში საერთო კრიმინოგენური მდგომარეობა ბოლომდე უმართავი გახდა. მე არც კი მახსენდება, ალბათ ათწლეულების წინ იყო საქართველოში ბოლოს ასეთი შემთხვევა, რომ ვინმე მძევლად აეყვანოთ, მემგონი ასეთი რამ მხედრიონის დროს თუ იყო. ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე ამ დონემდე მივიდა და ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თურმე კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში დღეს დაძლეულია, კრიმინალი არ არსებობს და მდგომარეობას მართავენ. ეს არის კატასტროფა და 31 ოქტომბერს ეს უნდა შევცვალოთ. ქვეყანას პასუხისმგებლობის მქონე ძალა სჭირდება, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, ქვეყანაში  წესრიგს დაამყარებს და თითოეული ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ იგრძნობს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    saqartvelo gaimarjvebs anu ocnebas deda etireba

  2. ანონიმური

    garik gelodebi kleoo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.