დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყება

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან 8 მარტს დადებული შეთანხმება, მათი აზრით, ბოლომდე არ შესრულებულა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები შეგროვდება. ​ოპოზიციის მხრიდან ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა, – ასე ეხმიანება პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას.

საკონსტიტუციო პროექტის განხილვას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინ-პლატფორმების მეშვეობით.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.