დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

„შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ.

22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    👏👏Tavdacvas!

  2. used pinball machines for sale

    551146 694622Interested in start up a online business on line denotes revealing your service also providers not only to humans within your town, nevertheless , to numerous future prospects which are cyberspace on a lot of occasions. pays every day 850822

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.