დღეიდან ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება ნებადართულია

დღეიდან ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე ვრცელდება.

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან ერთად, მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.