დონალდ ტრამპმა იოანე პავლე მეორის ტაძარში ილოცა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი იოანე პავლე მეორის ტაძარს ეწვივნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ტაძარში ილოცა.

თავის მხრივ ვაშინგტონის არქიეპისკოპოსმა, უილტონ გრეგორიმ დონალდ ტრამპის ვიზიტი იოანე პავლე მეორის ტაძარში დაგმო.

„ჩემთვის გაუგებარია ის, რომ კათოლიკური ტაძარი მანიპულირების საშუალებას იძლევა, რაც ჩვენს რელიგიურ პრინციპებს არღვევს. იოანე პავლე მეორე ადამიანების უფლებებისა და ღირსების დამცველი იყო. ის არ შეეგუებოდა ცრემლმდენი გაზის გამოყენებას ხალხის დაშინების მიზნით“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა.

ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა ყლე არქიეპისკოპოსი ყოლია ვაშინგტონს?

    1. ანონიმური

      აი არქიეპისკოპოსი! საქართველოში საქვეყნოდ ქება-დიდებას შეასხავდა და სანაცვლოდ მთელი ქვეყნის ტყეებს წაიღებდა!

      1. ანონიმური

        dro mova da im tyeebshi, shesafarebeli gveqneba tavi. amitom gadasces !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.