დმანისი-წალკის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი 16 000 ოჯახს ნახევარი მილიონი ლარის პროდუქტით დაეხმარება

დმანისში, წალკასა და კაზრეთ-ბალიჭში მცხოვრები 16 000 ოჯახი პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახა ოქრიაშვილისა და ასევე, დმანისის, წალკისა დ ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ძალისხმევით, 500 000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტს მიიღებს.

უპრეცედენტო აქცია, რომელიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, უკლებრივ ყველა ოჯახს შეეხება, 27 აპრილიდან დმანისის, ხოლო 29 აპრილიდან წალკის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება.     

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, მაჟორიტარმა, აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე სრულად და თანაბრად გადანაწილდება, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებს.  

აღნიშნული აქციით, კახა ოქრიაშვილი თანადგომას უცხადებს ქვეყანაში არსებულ საგანგებო და საკარანტინე რეჟიმში მყოფ 16 000 ოჯახს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული დახმარება მცირედით მაინც შეამსუბუქებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.​

(R)

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    დახმარება ამას ქვია, როცა ხელიდან ხელში აძლევ. დანარჩენი ზღაპრებია!

  2. მენცარი

    ყოჩაღ

  3. Business Process Automation Development Canada

    532700 115058This website can be a walk-through its the information you wanted concerning this and didnt know who to ask. Glimpse here, and youll undoubtedly discover it. 850979

  4. replika rolex

    494467 495629Hi there, just became aware of your blog by means of Google, and identified that its actually informative. Im gonna watch out for brussels. I will appreciate should you continue this in future. Lots of folks will likely be benefited from your writing. Cheers! 385535

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.