დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 278-ს მიაღწია

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 278-ს, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 3-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საგანგებო სამთავრობო კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებები იქნება განხილული.

არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებები აკრძალოს, სასწავლო პროცესი შეაჩეროს, კომპანიებს კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა ურჩიოს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.