ერთი ეჭვი და შიში არსებობს, ერთი ხიფათია – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„დიდი ხანია, ამისთვის ვამზადებ გუნდს, წელიწადზე მეტიც შეიძლება იყოს. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი მუშაობის მეთოდია მხოლოდ კამათი, ზუსტად ეს მომყვება ბიზნესიდან. მინდა, როდესაც კრიტიკული სიტუაციაა და რაღაც გადასაწყვეტი, ყველა, ვისაც შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ. გუნდშიც ასეთივე პოზიცია მქონდა. იქ არ არსებობდა უფროს-უმცროსი. შეიძლება ასაკით მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ზოგადად, შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ ოპონენტს. საჯარო სივრცეშიც ასე მივდივარ, არასდროს მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა დაუმსახურებლად უამრავი შეურაცხყოფა მივიღე. ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან წასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. ვფიქრობ, ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს. რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება. „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს.

გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ, რომ ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება. მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია. არც იმას დაგიმალავთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მოვბრუნდი მეორედ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. გაჩნდა ხიფათი ობიექტურად, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო რეალური. მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე…

ზოგადად, ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ ბოლო ჭეშმარიტება არ არის მისი აზრი. ასე გავიზარდე და ასე ვცხოვრობ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკიდან, სხვადასხვა სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ძალიან ხშირად, თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა.

უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები“

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    ჰოდა უყურე ამ შენს გაკეთებულ და “საოცნებო” ქოცნებას,წლის ბოლომდე თუ მიატანენ სულს.

  2. ანონიმური

    ipatixar when she satana

  3. ანონიმური

    ნდობა არის უპირველესი

  4. ანონიმური

    მართალიხ ართ სრულიად

  5. ანონიმური

    ინსტიტუტები ვერ ჩამოყალიბდა, კადრები ყურმოჭრილი უსიტყვოდ შემსრულებლები, სასამართლო ყოფილი დამნაშავე ნაცებია,შედეგად ინვესტორი საქართველოში არ შემოვა, შედეგად სიღარიბე სახეზეა, ომერსპექტივა “0”.

  6. ანონიმური

    წყეულო სატანა,ქურდო ,ყაჩაღო , ოხრად დაგრჩეს ეგ მოპარული ფᲣლები თაღლითო!

  7. ანონიმური

    bidina chen xar vawari da cheni datovebuli gundis wevrebi vawrukanebi albat am wlis bolomde hvens sulsac ikidit ra tqma unda visac ar gagvikidia jer

  8. ანონიმური

    bido ar gechinia sasjelis romelic chen chvilebs daatkdeba tavze

  9. ანონიმური

    bido cheni gundit ro waxvide da dagvasveno ara

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.