“დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ!”

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, “მთავარ არხთან” თქვა:

“ეს კანონპროექტია, ეს არის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი. იქნება სენატის ვერსიაც, ასე რომ ეს ჯერ არ არის ამბის დასასრული, სენატისა და კონგრესის პოზიციაც კი კომიტეტი შეაჯამებს, ასე მუშაობს ამერიკის საკანონმდებლო სისტემა, ამ პროცესს მიეცემა მსვლელობა.

მანამდე კი – დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ, რადგან ეხება სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ოპერაციების ხარჯებს.

რაც შეეხება თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამბობს, რომ ეს რეპორტია – დიახ, ეს არის მიმართვა სახელმწიფო მდივნის მიმართ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს შესახებ, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, დაცულები არიან თუ არა ადგილობრივი და უცხოური კომპანიები ოლიგარქიული ჩარევისაგან და არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

თუკი დეპარტამენტი იტყვის, რომ ყველაფერი გამოსწორდა, ეს ზომა არ ამოქმედდება. მაგრამ თუკი იტყვის, რომ ასე არ არის, მაშინ 135 მილიონიდან 15 პროცენტი გაიყინება, ეს უკვე არის სანქცია.

ჩემი აზრით, ძალიან მსუბუქი პასუხი, ძალიან, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, რადგან იმის მიუხედავად, რაც ხდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მე დამიჯერეთ, ინფორმირებული ვარ ვაშინგტონში, საქართველო ძალიან პოპულარულია, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სანქციები ამ ეტაპზე უფრო მკაცრი არ არის”

შეგახსენებთ, დღეს მთელი დღის მანძილზე, მთავრობის წევრები აკეთებენ განცხადებას, რომ ტყუილია სანქციის შესახებ და ეს მხოლოდ კანონპროექტია, რომელსაც არ დაამტკიცებს ამერიკა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    aba trakshimdzromelo ocnebis minetebi daicket davtvalot ramdenixart tqven dedas daajva tvaltxariaam

  2. ანონიმური

    ეს არის გათახსირებული! ნაბოზარი და ხლისტების ქრთამებს მოყვარული სირი!!! არ გაგვიტრაკეს ამ მეტრაკეებმა საქმე! გააჯვით რა და თქვენ ქვეყანას მიხედეთ!!! არა?????

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.